როგორ ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერის შესაძლო გადადგომას

როგორ ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერის შესაძლო გადადგომას

"მთავრობაში საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაშიც კი ესმით, თუ რა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თუმცა, გაბაშვილმა ხაზი გასუვა, რომ საკადრო გადაადგილებები ვითარებას რეალურად ვერ შეცვლის ვიდრე ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ ჩამოშორდება.

"სულ ორი დღის წინ ბატონი ღარიბაშვილი ატარებდა პრეზენტაციას და საუბრობდა იმაზე, რომ მთავრობა არის წარმატებული, ხალხი უკეთ ცხოვრობს და ყველაფერი კარგად არის. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ან ამ დღეებში მიიღება, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაშიც კი ესმით, თუ რა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა, მაგრამ ეს გადანაცვლებები ბიძინა ივანიშვილის კარზე ვითარებას ვერ შეცლის. პირადად ის, მისი პოლიტიკა, მისი არასწორი გადაწყვეტილებები არის მიზეზი იმისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, გადანაცვლებები მის კარზე ვითარებას ვერ შეცვლის. ვითარება შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება დასრულდება არჩევნების გზით; როცა ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას და მოვა ახალი მთავრობა", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, "ერთი მხრივ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ამ უმძიმესი კრიზისის ფონზე, როდესაც ხალხი გაღარიბდა, ლარი დაეცა, უმუშევრობა, კრიმინალი გაიზარდა, როცა არანაირი ხედვა არ აქვს ამ მთავრობას მომავლის, პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი გადადგეს, რადგან სწორედ ამ მთავრობის პოლიტიკამ შეგვიყვანა უმძიმეს კრიზისში და დაგვაყენა უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე"

თუმცა კოკერიას თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ღარიბაშვილი არის უბრალო მარიონეტი და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი. "სწორედ მან შექმნა ის პოლიტიკა, რომელმაც ამ უმძიმეს ვითარებაში ჩააყენა ქვეყანა. ამიტომ, ღარიბაშვილის გამოცვლა, მისი გადაყენება ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ბოკერიამ. ბოკერია მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილდება ხელისუფლებას.

არაფორმალურად ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი გივი თარგამაძე. "მეტირება :( P.S. დაცვა არ მოგვიხსნათ, ფარჩაკებო!" - წერს "ფეისბუქის" გვერდზე თარგამაძე. ცნობილია, რომ ის და ირაკლი ღარიბაშვილი ერთ კორპუსში ცხოვრობენ, რომელსაც რა თქმა უნდა პრემიერის დაცვა იცავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."