"ე.წ. დაზარალებულ იპოთეკარებს ტყუილად ჰგონიათ, რომ სახლებს ვერ გაუყიდიან"

"ე.წ. დაზარალებულ იპოთეკარებს ტყუილად ჰგონიათ, რომ სახლებს ვერ გაუყიდიან"

იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვა ყველა მსესხებლისთვის მტკივნეული საკითხია, ხოლო ბანკებისთვის ეს პრობლემური სესხების დაფარვის ყველაზე სწრაფი, ქმედითი გზაა. საქართველოში ათასობით ადამიანს აქვს აღებული იპოთეკური სესხი, ამიტომ ბევრი გაახარა ჯერ პარლამენტის, და მერე - უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებამ, რომელიც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას ზღუდავს. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მსესხებლის ქონების იძულებით გაყიდვა უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება. ბანკმა უნდა გაითვალისწინოს მოვალის მდგომარეობა და ხელი შეუწყოს, რომ მან სრულყოფილად შეძლოს თავისი ვალდებულებების შესრულება. ამ გადაწყვეტილების მიღებას პარლამენტში სერიოზული დებატები მოჰყვა. ამჟამად კი, პროექტი პრეზიდენტთან არის გადაგზავნილი და ჯერ კიდევ ძნელია თქმა, რა ბედი ელის.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მკვეთრად უარყოფითად აფასებენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები, უფრო მეტიც, მას არც ერთი ბანკი არ იწონებს.

"დამერწმუნეთ, ეს ორივე მხარისთვის ცუდი გზაა, თანაც, საკუთრება - მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიკვიდური აქტივი - სრულყოფილად ვერ მიიღებს მონაწილეობას ეკონომიკურ ურთიერთობებში", - თქვა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ გვასალიამ.

- ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებდით გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი შეხედვით ძალზე ჰუმანური ჩანს?

- ჩემს აზრს დაწვრილებით მოგახსენებთ - ამ ცვლილებით ბანკის და იპოთეკარის მდგომარეობა ერთდროულად უარესდება. აგიხსნით, რატომაც: გამოსახლება მაშინვე ხომ არ ხდება? - იპოთეკარს ჯერ აფრთხილებენ, ვადას აძლევენ რომ ბინიდან გამოვიდეს და შემდეგ პოლიცია ასახლებს. გთავაზობთ შსს-ის მიერ მოწოდებულ სტატისტიკას, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველოს მასშტაბით ყველა გამოსახლებას თუ განვიხილავთ, მათგან მხოლოდ 5 პროცენტია გასაჩივრებული. ეს ის შემთხვევებია, როდესაც გამოსახლებული პირი (ან ოჯახი) მიიჩნევდა, რომ მისი უფლებები დაირღვა, მაგრამ არც ერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული - სასამართლომაც დაამოწმა, რომ ყველა გამოსახლება კანონიერი იყო. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, გამოსახლების პროცესი დროში იქნება გაწელილი, მაგრამ საბოლოოდ სასამართლო ისევ იმ გადაწყვეტილებას გამოიტანს, მსესხებელს ბინიდან მაინც გამოასახლებენ და სასამართლოს ხარჯი, სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატის მომსახურება და საკუთრების უფლების შეზღუდვით მიღებული ზარალი ვინ უნდა აანაზღაუროს? - იმან, ვინც უნდა გამოასახლონ. როცა სასამართლო გადაწყვეტს, ის უკვე ვერაფერს შეცვლის.

- მაგრამ, ხომ არსებობს სხვა, უკეთესი ალტერნატივა?

- სხვა ალტერნატივა როგორ უნდა არსებობდეს, როდესაც ქონება აუქციონზეა გატანილი და უკვე ბანკის საკუთრებაა? ბანკს არავის ინტერესი არა აქვს, მას აინტერესებს მხოლოდ ის, რომ თავისი თანხა დაიბრუნოს ყველა იმ ხარჯით, რომელიც ამ იპოთეკური სესხის მომსახურებას დასჭირდა. სხვა ალტერნატივა როგორ უნდა არსებობდეს, როდესაც კლიენტს 20 ათასი აქვს დასაფარი, ის კი, მოდის და 10 ათასს გვთავაზობს? დიდი ხნის მანძილზე ვიხდიდი პროცენტს და ძირი თანხა მაინც დამაფარინეო, გვთავაზობენ და ეს არის ალტერნატივა?!

იხილთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია