როგორ აისახება აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისი საქართველოზე?

როგორ აისახება აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისი საქართველოზე?

მანათის დევალვაციამ და ბაქოს მიერ სხვადასხვა პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვის დაწესებამ, გამორიცხული არ არის, რომ ქართულ ექსპორტს დამატებითი ბარიერი შეუქმნას. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ავტომანქანების ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემა უკვე არსებობს და ის წლის განმავლობაში თითქმის 5-ჯერ შემცირდა. აზერბაიჯანის მთავრობა მანათის მცურავ კურსზე 21 დეკემბრიდან გადავიდა. შედეგად, ეროვნული ვალუტა იმავე დღეს თითქმის 50%-ით გაუფასურდა და ერთი დოლარი 1,05 მანათიდან 1,55 მანათამდე გაიზარდა.

ვალუტის გაუფასურების გამო, ზოგიერთმა აზერბაიჯანულმა სავაჭრო ქსელმა იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია შეწყვიტა. ბანკების ნაწილმა ფულადი გადარიცხვა შეაჩერა, დაიხურა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები. როგორც აზერბაიჯანული გამოცემა "მინვალ.აზ"-ი წერს, ერთ ღამეში ქვეყანაში პროდუქტზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასი 20-50%-ით გაიზარდა, შეწყდა ტექნიკის გაყიდვაც. ზოგიერთმა მცირე ზომის მაღაზიამ კი ჩაის, შაქრისა და ბრინჯის რეალიზაცია შეაჩერა. სავაჭრო ობიექტების მფლობელებმა კი ვაჭრობა მას შემდეგ განაახლეს, რაც კურსის ვარდნის შედეგად ახალი ფასი დაადგინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში 50%-ით გაძვირდა იმპორტირებული ხილ-ბოსტნეული, რასაც ავტომატურად ადგილობრივი ნაწარმის გაძვირება მოჰყვა.

მანათის დევალვაციას ქვეყნის ცენტრალური ბანკი იმპორტის შეზღუდვას, ექსპორტის წახალისებას და ანაბრების დაზღვევას უპირისპირებს. როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელმან რუსტამოვი აცხადებს, მართალია, მანათის მცურავ კურსზე გადასვლის შემდეგ, აზერბაიჯანის საბანკო სექტორში სიტუაცია სტაბილურია, თუმცა ეს არ არის საკმარისი და საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. საბანკო სექტორის კიდევ უფრო მეტი მდგრადობის უზრუნველსაყოფად ცენტრალური ბანკი ამზადებს ზომებს ორი მიმართულებით - მარეგულირებელი ბაზის შერბილების (რაც ბანკებს დამატებით კაპიტალიზაციაში შეუწყობს ხელს) და დამატებითი რეზერვების შექმნის მიმართულებით აქტივების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა