რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები

რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები

ქართული პოლიტიკური სპექტრი ქალბატონების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. ზოგი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, ზოგი არასამთავრობო სექტორიდან, ზოგიც მედიიდან. მათი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ბევრისთვის უცნობია, რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები.

მანანა კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მანანა კობახიძის სახელზე თბილისში ორი ბინა არის რეგისტრირებული - 95 კვმ-იანი ბინა აბაშიძის ქუჩაზე და 180 კვმ ბერბუკის ქუჩაზე. დეპუტატს "ქართუ ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 2 366 ლარი აქვს, ხოლო ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში 76 845 ლარი მიუღია. 2013 წელს დეპუტატმა ბინა იყიდა, რომლის ღირებულებამ 130 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მისი მეუღლის ქონებას, ზაზა გოგიჩაიშვილი მსუბუქი ავტომანქანა HONDA ჩღV -ს მფლობელია, ნაღდი ფულის სახით 25 000 ლარს ფლობს და შპს "ქართულ ბროილერში" მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობისთვის, ერთი წლის განმავლობაში 24 765 ლარი მიუღია.

თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელმა დეკლარაცია ბოლოს 2015 წლის 5 იანვარს შეავსო. მის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, ფანასკერტელზე. მისი მეუღლის, დავით უსუფაშვილის სახელზეა ავტომობილი Lეხუს ღX330. თავდაცვის მინისტრისა და მისი მეუღლის, პარლამენტის თავმჯდომარის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, დაახლოებით 134 ათასი ლარი, 15 ათასი ევრო და 50 ათასი დოლარია. ხიდაშელი-უსუფაშვილის წყვილს ნაღდი ფულიც აქვს - 5 ათასი ლარი თინას და 8 ათასი ლარი ბატონ დავითს. პარლამენტის წევრობიდან ხიდაშელის ერთი წლის შემოსავალმა 55 989 ლარი შეადგინა, მისმა მეუღლემ კი ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში 79 083 ლარი მიიღო.

ირმა ნადირაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის ქონება კი ასე გამოიყურება: 56 კვმ ფართობის ბინა თბილისში და ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ჯამში ირმა ნადირაშვილს და მის მეუღლეს 4 სახლი აქვთ, მათ შორის აგარაკები შინდისში. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს მისმა სახელფასო შემოსავალმა 60 285 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის შემოსავალი, რომელიც მან ჩუღურეთის რაიონის გამგებლად მუშაობისას მიიღო, 44 680 ლარია. დეკლარაციის შევსებისას ნადირაშვილს "თიბისი ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 1 959 ლარი აქვს, მის მეუღლეს კი ანაბარზე 31 000 დოლარი.

ანი მიროტაძე

უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე დეკლარაციის მიხედვით უძრავ ქონებას არ ფლობს. მის საკუთრებას წარმოადგენს მხოლოდ 1997 წელს გამოშვებული ავტომობილი MIთშUBIშHI PAჟEღO, ჟQQ-00, გამოშვების წელი 1997I. დეკლარაციის შევსებისას "საქართველოს ბანკში"" სახელფასო ანგარიშზე მიროტაძეს 258 ლარი ჰქონდა, ნაღდი ფულადი თანხა კი 5 785 ლარი. პარლამენტში გაწეული სამუშაოსთვის მიროტაძეს 62 597 ლარი აქვს მიღებული.

ირმა ინაშვილი

ბოლო 2-3 წელია, რაც მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოში, ირმა ინაშვილი დაცვით დადის. წარსულში ჟურნალისტის, ამჟამად კი პოლიტიკოსი ქალის განმარტებით, დაცვა მას "ობიექტივის" გამგეობის გადაწყვეტილებით დაენიშნა, მას შემდეგ, რაც ციხის სკანდალური კადრები გავრცელდა. ამბობდნენ, რომ ამ კადრების გავრცელებისთვის მან ბიძინა ივანიშვილისგან სოლიდური გასამრჯელოც მიიღო. მოგვიანებით ინაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით უპასუხა: "ჩემი მეუღლე პროფესიით მხატვარია. წლების მანძილზე უმუშევარი იყო. ცოტა ხნით კერძო ტელევიზიაში მუშაობდა. ახლა კვლავ არ მუშაობს. ანგარიშზე ამ ეტაპზე 600 ლარი მიდევს. რამდენიმე თვეა, ხელფასი დამენიშნა, რადგან პარტიის გენმდივანი ვარ. ხელზე 650 ლარს ვიღებ. ყოველთვიურად 100 ლარს ვწირავ სოლიდარობის ფონდს. ვფლობ ბაზალეთზე მამაჩემის დატოვებულ მიწის ნაკვეთს და ოროთახიან ბინას ბორჯომში. კრედიტით მაქვს გამოტანილი გაზქურა..."

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."