ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ყველაზე ხშირად "გუგლავდნენ" 2015 წელს საქართველოსა და მსოფლიოში

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ყველაზე ხშირად "გუგლავდნენ" 2015 წელს საქართველოსა და მსოფლიოში

აღმოჩნდა, რომ 2015 წელს ადამიანები ყველაზე მეტად კიმ კარდაშიანით და ლიონელ მესით იყვნენ დაინტერესებულნი. რეალითი შოუს ვარსკვლავსა და არგენტინელ ფეხბურთელს 26 სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე ხშირად "გუგლავდნენ". ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია "გუგლმა" ამერიკულ ჟურნალ "თაიმსს" მიაწოდა. კარდაშიანი ყველაზე "დაგუგვლადი" პერსონა იყო მთელს მსოფლიოში - დაწყებული საფრანგეთით, გაგრძელებული ახალი ზელანდიით და დამთავრებული ამერიკით. მესის კი ყველაზე ხშირად გუგლავდნენ კუბაში, კონგოში და სენეგალში.

კარდაშიანს და მესის ფეხდაფეხ მოჰყვება კრისტიანო რონალდო, რომელსაც 21 ქვეყანაში ყველაზე აქტიურად "გუგლავდნენ" ინტერნეტ მომხმარებლები. კრისტიანო რონალდო ყველაზე "გუგვლადი" ადამიანი აღმოჩნდა საქართველოშიც. მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე მომღერლები ნიკი მინაჟი და რიანა მოხვდნენ.

მომზადებულია time.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება