5 სამუშაო, რომლითაც შაბათ-კვირას დამატებით თანხას გამოიმუშავებთ

5 სამუშაო, რომლითაც შაბათ-კვირას დამატებით თანხას გამოიმუშავებთ

თუ თქვენ მუშაობთ და გსურთ დასვენების დღეებში დამატებითი თანხა გამოიმუშავოთ, მაშინ რომელიმე ისეთ საქმიანობას უნდა მიმართოთ, რაც მოთხოვნადიცაა და მარტივად შესასრულებელიც.

"ბიზნეს ინსაიდერი" იმ სამუშაო ადგილების სიას აქვეყნებს, სადაც შაბათ-კვირას მუშაობით მსურველს საკმაოდ სოლიდური თანხის გამომუშავება შეუძლია.

1. DVD დისკზე გადამწერი

ძველი ვიდეოჩანაწერები რომ აიღოთ და ის მსურველს უბრალოდ DVD დისკზე ჩაუწეროთ, ჩათვალეთ რომ გარკვეულ თანხას გამოიმუშავებთ. ბევრს აქვს ძველი ვიდეოფირები, თუმცა ყველას ავიწყდება მისი DVD დისკზე გადაწერა, ან უბრალოდ დრო არ აქვს და მზადაა ამისთვის გარკვეული თანხა გადაიხადოს. შესაძლოა, ამ სერვისს მსურველს ბევრი კომპანია სთავაზობს, თუმცა თქვენც შეგიძლიათ კლიენტების მოზიდვა, თუნდაც დამატებითი მომსახურების შეთავაზებით, მაგალითად, ბინაზე მიტანის სერვისი.

2. დამლაგებელი

საკმაოდ ძვირია სახლის დალაგების სერვისი. შესაბამისად, ამ საქმის შესრულებით სოლიდური თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი. თუ თქვენ არ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ მხოლოდ მცირე ინსტრუქციას წაიკითხავთ, თუ როგორ უნდა დაალაგოთ სახლი და სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად მზად იქნებით.

3. ბუღალტერი

საკმაოდ რთულია კვალიფიციური, სანდო, პასუხისმგებლიანი და პროფესიონალი ბუღალტრის დაქირავება. არსებობს სპეციალური წიგნები, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ ეს საქმიანობა და გამოიმუშავოთ თანხა ყოველგვარი სამაგისტრო პროგრამის დამთავრების გარეშე. ამგვარად, ამ სამუშაოს შესრულებით, თქვენ ნებისმიერ დროს შეგეძლებათ გარკვეული თანხის გამომუშავება განაგრძეთ კითხვა

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო - გერმანული კლუბი ტიტულს მეექვსედ დაეუფლა

ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში გადაიყვანეს - "რა გამოდის, ჩვენი ქვეყნის პასპორტი არაფრად ღირს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ, შეგიძლია "იბლატაო“?!"

როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)