ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოს უნიკალურ ხედებს ციდან გათვალიერებინებთ

ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოს უნიკალურ ხედებს ციდან გათვალიერებინებთ

ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატურით ფოტოგადაღება და უნიკალური კადრები შექმნა. ბოლო პერიოდში მან მთელი საქართველო მოიარა და ჩვენი ქვეყანა სრულიად სხვა რაკურსით, ზედხედში აღბეჭდა.

"ქვეყანა თითქმის თავიდან ბოლომდე ნანახი მქონდა, ბევრს დავფრინავდი და ვიღებდი კიდეც, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ ის განსხვავებული რაკურსით მენახა. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მიმძაფრდებოდა ეს სურვილი. მერე დავინტერესდი იმ საქმით, რაც ფოტოგრაფიაში საფრენი აპარატების გამოყენებას გულისხმობს და რაც ბევრი რამის ხილვის საშუალებას მომცემდა, კონკრეტულად კი გადამეღო ის ადგილები, რაც მიუწვდომელია, მიუვალია და შემდგომ ადამიანებისთვის (ვისაც ფრენის საშუალება არ აქვს) მეჩვენებინა ჩვენი ქვეყანა ზედა რაკურსით. დიახ, ეს არის ისტორიული ძეგლები, ლამაზი ადგილები, ტბები და ა.შ. მოკლედ, დაინტერესება ამ ყველაფრის მიმართ სამი წლის წინ გამიჩნდა, - ამბობს ირაკლი და დასძენს, - ამიტომ, შარშან მოვიარე საქართველო, პროექტი მქონდა "პალიტრა მედიასთან" ერთად "ციდან დანახული საქართველო", რომელიც ცოტა ხანში სხვა სახით იხილავს დღის სინათლეს (წიგნად გამოიცემა) და მკითხველს, მაყურებელს საშუალება ექნება, თავის ქვეყანას ზემოდან გაეცნოს. მოვლილი გვაქვს საქართველოს ყველა რეგიონი, თქვენ წარმოიდგინეთ, აფხაზეთის ნაწილიც კი, ენგურის ხიდიდან გადავიღე და ის ადგილები აისახა, რომელიც ბევრ ქართველს არც ზედა რაკურსით უნახავს და არც - რეალურად.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

- როდესაც შენი ნამუშევრები ვნახე, ჩემთვის ცნობილი ობიექტები, ზედხედიდან ვერც ვიცანი და იმაში დავრწმუნდი, რომ ეს საფრენი აპარატურა დიდ საქმეს აკეთებს.

- ჩემს მანქანაზე გაკრულია სლოგანი - "ზემოდან უკეთესია," რაც შენს ნათქვამს უფრო ამყარებს.

- ბოლო დროს PALITRANEWS-ის ეთერითაც გამოჩნდა შენი შესანიშნავი ვიდეომასალა, რომელსაც ტელევიზია ტიხრებად იყენებს.

- ჩემმა ფოტოპროექტმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და შემდეგ ტელევიზიაც დაინტერესდა, რომ ვიდეომასალის სახით მიმეწოდებინა მათთვის ლამაზი კადრები და ხედები. მაყურებელს ძალიან მოსწონს, რადგანაც როგორც ვამბობ, საქართველო სრულიად სხვა რაკურსით დაინახეს. მისი ლამაზი ბუნება და ადგილები. ახლა ტელეეკრანიდან ეძლევათ ამ სულამაზის ხილვის საშუალება.

- ბოლოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა შენი აპარატით გადაღებულ გომბორის გზას.

- კი, კადრში ასახულია პირველი თოვლის მოსვლა უღელტეხილზე, ჯერ კიდევ შემორჩენილი მწვანე ბალახი, დათოვლილი ხეები და ბევრი უნიკალური კადრი...

ჩემთვის ამ ყველაფერზე მუშაობა ნიშნავს იმას, რომ "მიწიერ" ფოტოგრაფიაში ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები და ციდან გადაღებაზეც გადავედი. რა თქმა უნდა, "მიწიერ" ფოტოგრაფიას ვაგრძელებ, უბრალოდ, მას დაემატა ვიდეოგადაღება. ეს უბრალოდ ხედვის შეცვლაა, რომ მაყურებელს ესა თუ ის რამ განსხვავებული სტილით ვაჩვენოთ.

- მსგავსი ტიხრები "მაესტროს" ტელეეთერშიც გამოჩნდა. ისიც შენი ნამუშევარი ხომ არ არის?

- კი, როგორც ჩანს PALITRANEWS-ის ეთერში გაშვებულმა ტიხრებმა დიდი დაინტერესება ჰპოვა, შემდეგ "მაესტროს" ტელევიზიამაც მთხოვა გადაღება. ღამის თბილისი მანამდეც მქონდა გადაღებული, თუმცა მათთვის თავიდან მოხდა გადაღება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ნახეთ ვიდეოები:

სამება ციდან - საქართველოს ყველაზე მასშტაბური ტაძრის უნიკალური კადრები

მცხეთა ციდან - სუნთქვისშემკვრელი გასეირნება სატახტო ქალაქში

როგორ ერთდება შავი და თეთრი არაგვი - ციდან გადაღებულ საოცარ კადრებს თქვენ პირველად ნახავთ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია