რა ბიზნესში ახდენენ ინვესტირებას ცნობილი ადამიანები

რა ბიზნესში ახდენენ ინვესტირებას ცნობილი ადამიანები

ცნობილი მსახიობები და მომღერლები ძირითადი საქმიანობიდან ნაშოვნ ფულს ხშირად ბიზნესში აბანდებენ.

მათი ინვესტირების ობიექტს ბიზნესის სხვადასხვა სფერო წარმოადგენს, მათ შორის ისეთი, როგორიც ბრილიანტების წარმოება ანაც ოფისების დასუფთავების სერვისია.

გამოცემა „ფორბსმა“ პოპულარული ადამიანების ბიზნეს-ინვესტიციები გამოაქვეყნა.

ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო, რუს მილიარდერ ზიაუდინა მაგომედოვთან ერთად, ძვირფასი ქვების წარმოების ბიზნსით არის დაკავებული. ბიზნესპარტნიორებმა ფული კალიფორნიულ სტარტაპში Diamond Foundry-ში დააბანდეს, რომელმაც 2015 წის ნოემბერში 100 მილიონი დოლარის მიზიდვა შეძლო.

მობილური აპლიკაცია მედიტაციისთვის Headsoace - სწორედ ასე ჰქვია მსახიობ ჯარედ ლეტოს მიერ წამოწყებულ ბიზნეს

საქმიანობას. აპლიკაცია განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ „დაალაგონ აზრები, იზრუნონ საკუთრ ჯანმრთელობაზე, მოაწესრიგონ ურთიერთობები და გაიუმჯობესონ სამუშაო პირობები“. რამდენიმე პარტნიორთან ერთად, ჯარედ ლეტომ ბიზნესში 4 მილიონი დოლარი დააბანდა. ამ ეტაპზე Headspace-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 3 მილიონ ადამიანს გადააჭარბა 150 ქვეყანაში.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება