თვითმხილველების თქმით, ვაკეში ბანკის დაყაჩაღების მცდელობისთვის დაკავებულს ინკასაციის ფორმა ეცვა

თვითმხილველების თქმით, ვაკეში ბანკის დაყაჩაღების მცდელობისთვის დაკავებულს ინკასაციის ფორმა ეცვა

ვაკეში, "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღების მცდელობისთვის ერთი პირის დაკავების ადგილზე სამართალდამცველები მუშაობას აგრძელებენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ბანკის დაყაჩაღების მცდელობისთვის პირი დაახლოებით 9:00 საათზე დააკავეს. მათი ინფორმაციით, მძარცველი ვაკეში მდებარე ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღებას ცდილობდა, შემდეგ კი პოლიციას გამოექცა და საბოლოოდ დააკავეს. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, პირი იყო შეიარაღებული და მან პოლიციელების მიმართულებით გაისროლა. ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ იყო ორმხრივი სროლა, თუმცა არავინ დაჭრილა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულს ჯავშანჟილეტი და ინკასაციის ფორმა ეცვა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ