სპეციალისტები ბავშვებში ჩუტყვავილას ვირუსის გახშირებულ შემთხვევებზე განმარტებას აკეთებენ

სპეციალისტები ბავშვებში ჩუტყვავილას ვირუსის გახშირებულ შემთხვევებზე განმარტებას აკეთებენ

ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა იმატა, თუმცა სპეციალისტები აღნიშნულს სეზონსა და ციკლურ პერიოდს უკავშირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, ჩუტყვავილა მეტწილად ბავშვებშია გავრცელებული.

მისივე განმარტებით, ციკლურ პერიოდში ჩუტყვავილას შემთხვევების მატება ყოველთვის ხდება.

"ბავშვთა ასაკში გავრცელებულია ჩუტყვავილა, ისე როგორც უნდა იყოს. ჩუტყვავილას სეზონია, ამასთან არის ციკლური პერიოდიც, რა დროსაც ყოველთვის არის მომატებული შემთხვევები - 2-3 წელიწადში ერთხელ, როდესაც გროვდება არაიმუნური ბავშვების მასა, მათ ემართებათ ჩუტყვავილა, ისინი გადაიტანენ ვირუსს, შემდეგ ისევ შემცირდება შემთხვევები. 2-3 წელიწადში ისევ დაგროვდება არაიმუნური მასა და ა.შ. ამაში უჩვეულო არაფერია", - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

რაც შეეხება სხვა ვირუსებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცნობით, გრიპის ვირუსები იშვიათია და დიდი რაოდენობით არ ფიქსირდება. H1N1-ის – ე.წ. ღორის გრიპის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. ასევე გავრცელებულია რინო და პარა გრიპის ვირუსები.

სპეციალისტები ვირუსების გააქტიურებას თებერვლიდან ვარაუდობენ. "ჯერჯერობით კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, არაფერი უჩვეულო არ ხდება. ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობიანად გადავიტანთ ამ ზამთარს",- დასძინა ხათუნა ზახაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია