დღის ფოტო: ლანჩხუთში, ერთგული ოთხფეხა მეგობარი დიდთოვლობას საკუთარი ძალებით ებრძვის

დღის ფოტო: ლანჩხუთში, ერთგული ოთხფეხა მეგობარი დიდთოვლობას საკუთარი ძალებით ებრძვის

ლანჩხუთის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა მგელაძე დიდთოვლობის გამო ქუჩებში შექმნილ პრობლემებზე წერს:

"მართლა საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს, ხომ არ შეიძლება ყველაფრის გაპრავება? არ გრცხვენიათ? დაბრმავდით? თავად არ დადიხართ ქუჩაში? რა ბრიგადაა შემნილი? რა ჯანდაბას აკეთებს ჩვენი "ნარცისი" გამგებელი? ჩოჩხათი წარმომიდგენია რა დღეში იქნება, როცა ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი არაა გაწმენდილი, ცენტრალური ქუჩები არაა გაწმენდილი. დღეს რამდენიმე ადამიანი დაასაფლავეს და არცერთ ქუჩას არ ეტყობოდა ტექნიკის კვალი. ცოცხლებს თუ არა მიცვალებულებისთვის მაინც გეცათ პატივი ბატონო ზაზა!

არცერთი არ დაგეკარგოთ რაც დღეს თქვენი მისამართით "ლოცვა-კურთხევა" ისმოდა!

ახლა გაბედეთ აბა და დაწერეთ დეზინფორმაციააო!" - ნათქვამია მგელაძის პოსტში.

თემასთან დაკავშირებით "ფეისბუქ" გვერდი სახელწოდებით "აბდალა გურულები" სურათს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, როგორ ეხმარება ძაღლი თავის პატრონს.

"სრული ქაოსი ლანჩხუთის ცენტრში ..გაუკვალავი გზები, დამტვრეული ხეები.

P.S დღის პოზიტივი - ძაღლი, რომელიც ზრუნავს მოქალაქეებზე".

Only in Guria: A dog taking care of the people during the snowfall

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს