"2 გზის მამა ვარ!!!" - ბექა ხოფერიას მეორე მეუღლემ ქალიშვილი გაუჩინა

"2 გზის მამა ვარ!!!" - ბექა ხოფერიას მეორე მეუღლემ ქალიშვილი გაუჩინა

ყოფილი პარლამენტარის ხათუნა ხოფერიას ვაჟი და მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია მეორედ გახდა მამა. რამდენიმე საათის წინ ბექამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სასიხარულო ამბავი: "2 გზის მამა ვარ!!! ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ!!!! ალექსანდრა ხოფერია დაიბადა!!!! მიყვარხარ ინა ხოფერია მადლობა ყველაფრისთვის!!!".

ბექას მეორე მეუღლე ასირიელი გოგონა ინა ოსიპოვაა, რომელზეც მან ზაფხულში იქორწინა. ახლადშეძენილი ქალიშვილის გარდა ხოფერიას თიკა ჯამბურიასთან პატარა გოგონა - ნინა ჰყავს. ცოტა ხნის წინ თიკა ჯამბურიამ გულახდილად აღიარა, რომ მის შვილს მამასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს, რადგან ბექა ახალ ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს.

ასევე წაიკითხეთ: "ჩემს შვილს მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს" - თიკა ჯამბურია მძიმე წლებზე გულახდილად საუბრობს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება