ასე ვგავართ სულელებს? - მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ასე ვგავართ სულელებს? - მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ამ ახლი წლის დღეებში მინდოდა რაიმე მსუბუქ თემაზე დამეწერა, მაგრამ არ გამოდის, რადგან 2015 წლიდან 2016-ში ერთი მძიმე ფიქრი გადმომყვა - ასე ვგავართ სულელებს? ქართველი ხალხი მართლა ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს? სხვანაირად ვერ ამიხსნია, ყველა ჩვენს გასულელებას რატომ ცდილობს?

აბა, რა იყო ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო გამოსვლა, თუ არა ჩვენი გასულელების მცდელობა?

ასე მის არცერთ გამოსვლას არ აღუშფოთებივარ. კი, ადრეც ბევრ საკრიტიკოს ამბობდა, ბევრს ისეთს, რომელშიც არ ეთანხმებოდი, მაგრამ ახლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მისი ეს გამოსვლა ცინიზმით გამოირჩეოდა. იმის შეგრძნებით, რომ რაც უნდა თქვას, ხალხი ყველაფერს ჭამს.

აი, მაგალითად, ეტყვი ხალხს, რომ ღარიბაშვილის "წასვლის არსი მხოლოდ წასვლაშია" და ისიც დაიჯერებს, რადგან თურმე ახალ სტილს ვამკვიდრებთ ქართულ პოლიტკიკაში - მივდივართ წარმატების პიკში. ხალხი დაიჯერებს, წავიდა, რათა "სხვებსაც მისცეს საშუალება ძალა მოსინჯონ". ანუ დაახლოებით ისე, როგორც ფეხბურთის მწვრთნელები იქცევიან ზოგჯერ, გუნდი რომ ჩემპიონი გახდება, მაშინ მიდიან, რათა წარმატებულის სახელი დატოვონ. უბრალოდ, ბატონ ბიძინას დაავიწყდა ეთქვა, რისი ჩემპიონი გახადა ჩვენი გუნდი ბატონმა ღარიბაშვილმა, რომელი თასი ან ტურნირი მოვიგეთ, ამის იქეთ მეტის მიღწევის პერსპექტივა რომ ვერ დაინახა და გამარჯვებული და თავაწეული წავიდა?! მსოფლიო ჩემპიონები გავხდით, ევროპის ჩემპიონები თუ ჩემპიონთა თასი ავწიეთ?! იქნებ, ისევ ერთ-ერთი მაჩანჩალა ქვეყანა არ ვართ და ჩვენ გვეჩვენება პრობლემები? აა, ეს ხომ საერთაშორისო კრიზისის ბრალია, თორემ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და "არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა". უბრლაოდ, მოუნდა და "წავიდა წარმატების პიკში".

პრობლემა ის კი არაა, რომ ღარიბაშვილი წავიდა. წასვლის უფლება ყველას აქვს. პრობლემა ისაა, რომ გვასულელებენ. ერთ ტყულს რომ გადაყლაპავ, მერე მეორეს მოგაყოლებენ, სულ ცხელ-ცხელს მოგაყრიან.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია