ქვები და სამკაულები სიმდიდრის მისაზიდად

ქვები და სამკაულები სიმდიდრის მისაზიდად

სამკაულების ტარება მხოლოდ სილამაზის კი არა, სიმდიდრის მოსაზიდადაც შეიძლება. მოძებნეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და გაეცანით რჩევებს.

ცეცხლოვან ნიშნებს (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) სერდოლიკის თვალი ოქროში ჩამჯდარი უნდა ატარონ. ძველი ინდური ანდაზის თანახმად: "ვინც სერდოლიკი გაიკეთა, სიღარიბეს დაემშვიდობა". ძველ ეგვიპტეში მას ჩამავალ მზეს ადარებდნენ. სასურველია, ცეცხლოვანმა ნიშნებმა სერდოლიკის თვალი ოქროს ბეჭედში ჩასმული ატარონ. მისათვის, რომ ქვამ საუკეთესო თვისებები გამოავლინოს, იგი მარცხენა ხელის შუა თითზე ან ნეკაზე უნდა გეკეთოთ. სწორედ ეს ორი თითი აგებს პასუხს პიროვნების მატერიალურ კეთილდღეობაზე.

ჰაერის ნიშნებს (ტყუპი, სასწორი, მერწყული) შემოსავლის ახალი წყაროს მოძებნაში დაეხმარება ციტრინის თვალი, რომელიც პლატინის, თეთრი ოქროს ან ვერცხლის ბუდეში იქნება ჩასმული. ძველად ციტრინს ფინანსური წარმატების მოსაზიდ ქვად მიიჩნევდნენ. ის განსაკუთრებით უყვარდათ აზარტული თამაშის მოყვარულებს. აგრეთვე, ციტრინი დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ რთულ სიტუაციებს. ციტრინის სამკაულებიდან უპირატესობა მიანიჭეთ საყურეს ან კისერზე ჩამოიკიდეთ. სასურველია, თვალ რომბის ან პირამიდის ფორმა ჰქონდეს.

წყლის ნიშნებს (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) ფინანსური წარმატების მოზიდვაში ვერცხლში ჩასმული ფირუზი დაეხმარებათ. ის კონცენტრაციის გაძლიერებასა და სწორი პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. აგარიდებთ დაუფიქრებელი საქციელის ჩადენას. გაგიუმჯობესდებათ თვისებები, რომლებიც ფულის გამომუშავებაში შეგიწყობთ ხელს. ფირუზის სამკაული ატარეთ ან მაჯაზე, ან კისერზე. სასურველია, ქვას ოვალური ფორმა ჰქონდეს.

გაგრძელება

ანჯელინა ჯოლი უინსტონ ჩერჩილის ნახატს ყიდის - მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი ტილოს უცნობი ისტორია

BTU ფინტექის მიმართულებით ჰაკათონს, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ჩაატარებს

დანიელმა მამაკაცმა მსოფლიოს 94 ქვეყანაში თვითმფრინავის გარეშე იმოგზაურა - კიდევ 9 სახელმწიფო და უჩვეულო მისიას შეასრულებს