"მხოლოდ გაყინული ცრემლებიღა დავინახე მის სახეზე..." - რა ვითარებაში დაიღუპა 28 წლის სნოუბორდისტი ბაკურიანში

"მხოლოდ გაყინული ცრემლებიღა დავინახე მის სახეზე..." - რა ვითარებაში დაიღუპა 28 წლის სნოუბორდისტი ბაკურიანში

5 იანვარს ბაკურიანში 28 წლის ქართველი სპორტსმენი დაიღუპა. სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოჰყვა და ადგილზევე დაიღუპა. სპორტსმენი 2015 წელს საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი გახდა და 2018 წლის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, სადაც საქართველო უნდა წარედგინა. ჟურნალ "თბილისელებთან" მეგობრები და მაშველები, რომლებმაც პირველად ნახეს დაღუპული სნოუბორდისტი, ნუგზარ დიაკონაშვილის ბოლო წუთებს იხსენებენ...

მიხეილ თასოშვილი (სნოუბორდისტი): "ნუგო რამდენიმე მეგობართან ერთად სრიალებდა. ისეთ მთაზე ავიდა, სადაც საბაგირო არ მიდის. ფეხით იყვნენ ასულები და იქიდან ქვემოთ სნოუბორდით უნდა დაშვებულიყვნენ, ანუ ექსტრემალური პირობები იყო. ეს ყველაფერი ძალიან ძლიერი ქარისა და ცუდი ამინდის თანხლებით ხდებოდა. ნუგზარს სნოუბორდი გაუვარდა და იმ მხარეს დაუსრიალდა, საითაც თვითონ უნდა დასრიალებულიყვნენ. მან მეგობრები ჩასასვლელად სხვა მხრიდან გაუშვა, თვითონ კი სნოუბორდის ამოსატანად ხევში ჩავიდა, რომელიც თანდათან ვიწროვდებოდა. ერთ მხარეს დიდი რაოდენობოით თოვლი იყო მოგროვებული, მეორე მხარეს კი თოვლი თითქმის არ იყო, რადგან ქარმა ის ცალ მხარეს მიახვეტა. როცა სნოუბორდი აიღო და მობრუნდა, ზუსტად მაშინ, ხევის მეორე მხრიდან, სადაც თოვლი იყო დაგროვებული, ქარის ზემოქმედებით ზვავი წამოვიდა და ნუგზარი უკანა მხრიდან მთლიანად დაფარა, თუმცა ეს მისმა მეგობრებმა ვეღარ გაიგეს, რადგან ამასობაში ისინი ჩამოვიდნენ და მას ელოდნენ. რომ არ გამოჩნდა, იფიქრეს, ნუგზარი უკვე წავიდა და ალბათ, ქვემოთააო, როცა ნახეს, უკვე გვიან იყო".

ლაჩა ხაჩიძე (მაშველი): "ზარი შემოვიდა, ნუგო ზვავში მოყვაო და იმწუთას მთელი სამაშველო გავედით, მაგრამ უკვე გვიან იყო, რადგან მისი პოვნა სამი საათის შემდეგ მოხერხდა. ზვავში მოყოლილმა ადამიანმა მაქსიმუმ 15 წუთი შეიძლება იცოცხლოს. უკვე გარდაცვლილიყო, მხოლოდ გაყინული ცრემლებიღა დავინახე მის სახეზე"...

ქეთი მოდებაძე

ჟურნალი "თბილისელები"

VIDEO| დაღუპული სნოუბორდისტის ბოლო წუთები - ბაკურიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ასევე წაიკითხეთ: "რაც გიყვარდა იმან დაგღუპა..." - ვინ იყო 28 წლის ქართველი სნოუბორდისტი, რომელიც ბაკურიანში ტრაგიკულად დაიღუპა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია