მანანა კობახიძე გარდაცვლილი პოლიციელის დედის განცხადებებს ცილისწამებად აფასებს

მანანა კობახიძე გარდაცვლილი პოლიციელის დედის განცხადებებს ცილისწამებად აფასებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე 2011 წლის 26 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის დედის განცხადებებს ცილისწამებად აფასებს კობახიძის აზრით, ადგილი აქვს მიზანმიმართულ კამპანიას. ვლადიმერ მასურაშვილის დედა ანა აზნაურაშვილი დეპუტატებს ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს, ასევე უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს მისი შვილის მკვლელის პოლიტპატიმართა სიით ციხიდან გამოშვებისთვის ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.

"რა თქმა უნდა, მის განცხადებაში არავითარი სიმართლე არ არის. ეს არის ისევ და ისევ ბინძური ცილისწამება. ძალიან ბინძური ფაქტი, რომელსაც სამწუხაროდ, ახლა ეს ქალბატონი ახმოვანებს. ვერ გეტყვით, ვინ მართავს, რა მიზნებით ახმოვანებს. ეს არის ისეთივე სიბინძურე და ცილისწამება, რომელსაც კამპანიურად ეწევიან ელისაშვილი და მისი მეგობრები. ამიტომ, ამისთვის არის პროკურატურა, რომ ეს საკითხი გაირკვეს. მიმართოს ამ ქალბატონმაც პროკურატურას და ისიც იქნება ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც დაკითხავენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მის განცხადებას არავითარი კავშირი არა აქვს სიმართლესთან. სამწუხაროა, რომ ამ ქალბატონსაც იყენებენ, როგორც ჩანს გარკვეული პოლიტიკური ძალები. ვის რატომ მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი, ამისთვის კომისია არსებობდა, რომელშიც დეპუტატები არ იყვნენ, მათ შორის არც - მე. კითხონ ისევ იმ კომისიას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის მუშაობაზე დაყრდნობით იყო პარლამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."