აღმოაჩნდა თუ არა აკრძალული ნივთები ანასტასია ზაუტაშვილს - ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულის საკანში ჩხრეკა ჩატარდა

აღმოაჩნდა თუ არა აკრძალული ნივთები ანასტასია ზაუტაშვილს - ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულის საკანში ჩხრეკა ჩატარდა

ე. წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის საკანი გაჩხრიკეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზაუტაშვილის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამის მოტივი ალეკო ელისაშვილისა და ელისო კილაძის განცხადებები გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმარი პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება და მას საკანში აკრძალული ნივთები გააჩნია.

ადვოკატი აცხადებს, რომ ერთი მხრივ, ელისაშვილი გამოძიების უმოქმედობაზე საუბრობს, მეორე მხრივ კი, პატიმარს მისი ყველა განცხადების შემდეგ დისკომფორტი ექმნება.

მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, ჩხრეკა ზაუტაშვილის საკანში გუშინ ღამით ჩატარდა. ჩხრეკის ღონისძიება, ადვოკატის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა განახორციელა.

"ანასტასია ზაუტაშვილის საკანი მისი დაბადების დღის მეორე დღეს გაჩხრიკეს. ეძებდნენ აკრძალულ ნივთებს, რომლითაც პატიმარი არ სარგებლობს. იგი ხატავს, თუმცა საღებავებიც კი არ გააჩნდა საკანში და მხოლოდ შავი ფანქარი ჰქონდა, რაც აკრძალულ ნივთს არ წარმოადგენს", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ