უკრაინის პატრიარქმა ბაჩო ახალაია "უკრაინაში სულიერების აღორძინებისთვის" დააჯილდოვა

უკრაინის პატრიარქმა ბაჩო ახალაია "უკრაინაში სულიერების აღორძინებისთვის" დააჯილდოვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე, უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. შეხვედრა კიევში პატრიარქის რეზიდენციაში რამდენიმე დღის წინ შედგა, რა დროსაც უკრაინის მთავარმა სასულიერო პირმა ბაჩო ახალაია უმაღლესი საეკლესიო ორდენით დააჯილდოვა.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გამოცემულ განჩინებაში მითითებულია, რომ "უკრაინაში სულიერების აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის ბაჩანა ახალაია წმინდა გიორგის ორდენით ჯილდოვდება".

შეხვედრას ანი ნადარეიშვილის გარდა, გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ესწრებოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."