"ტაბულას" ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

"ტაბულას" ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია "ტაბულას" ყოფილ და მოქმედ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ამბები.გე"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ისინი საღამოს რესტორანში ვახშმობდნენ, რა დროსაც უცნობი პირები თავს დაესხნენ და, მათი თქმით, პროფესიული საქმიანობის გამო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დალეწეს მთელი რესტორანი, ინვენტარი, სკამები, აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენზე თავდასხმა აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ალბათ მეტს, უბრალოდ, ეს ალბათ დაუსჯელობის სინდრომია, რაც ქვეყანაში არსებობს. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ჟურნალისტები და ზოგადად, ადამიანის უფლებები", - განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი კიკნაველიძემ.

დაზარალებული ჟურნალისტები უკვე დაკითხეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ