რას გეგმავს ოპოზიცია მოსკოვში ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავზე

რას გეგმავს ოპოზიცია მოსკოვში ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავზე

რუსეთის ოპოზიციური სპექტრი 27 თებერვალს, ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავზე, მოსკოვში მარშის ჩატარებას აპირებს. ამის შესახებ ოპოზიციურმა მოძრაობა "სოლიდარობამ" სააგენტო "ინტერფაქსს" განუცხადა.

"სოლიდარობის" წარმომადგენლის, ჟურნალისტ ალექსანდრ რიკლინის ინფორმაციით, მარშის შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო მიტინგს გეგმავს, რომელიც შესაძლოა, ბოლოტნაიას მოედანზე გაიმართოს.

რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი გასული წლის 27 თებერვალს, მოსკოვში მოკლეს. დანაშაულის შემსრულებლად და დამკვეთად ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი და მოქმედი მებრძოლები მიიჩნევიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა