რუსები "ბოინგის" ჩამომგდებებს იცილებენ?

რუსები "ბოინგის" ჩამომგდებებს იცილებენ?

"რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო იმ მაღალჩინოსანი გენერლების ლიკვიდაცია, რომლებიც 2014 წელს "ბუკის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტით უკრაინის ცაში მალაიზიური სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებას ხელმძღვანელობდნენ", - ასეთი ვერსიები დასავლურ მედიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალი წლის დღეებში ერთმანეთის მიყოლებით მოულოდნელად გარდაიცვალნენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების (ВДВ) შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ალექსანდრე შუშუკინი და ГРУ-ს (გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო) უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ სერგუნი. ეჭვი იმანაც გააძლიერა, რომ შუშუკინი მხოლოდ 52 წლის იყო, სერგუნი კი 58-ის და ჯანმრთელობას არც ერთი არ უჩიოდა. სამაგიეროდ, ორივე აქტიურად მონაწილეობდა 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობასა და დონბასში საბრძოლო მოქმედებების წამოწყებაში.

თუკი ГРУ-ს უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ სერგუნი ამ რუსული სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი დამგეგმავი გახლდათ, საჰაერო-სადესანტო ჯარების შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ალექსანდრე შუშუკინი უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების დანაყოფების გაშლას ყირიმსა და დონბასში. არც ერთი მათგანისთვის უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული საბრძოლო ოპერაცია პირველი არ ყოფილა - მათ "მოთელვა" 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე გაიარეს. მაშინ იგორ სერგუნი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა (ГРУ-ს უფროსად ის 2011 წლის დეკემბერში დანიშნეს);

ალექსანდრე შუშუკინი 2008 წლის ომამდე გუდაუთაში 50-ე რუსული სამხედრო ბაზის მეთაური იყო და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში, 2009-2013 წლებში კი ცხინვალის რეგიონში მე-4 რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზას მეთაურობდა.

გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა