როვნაგ აბდულაევი - "სოკარი" ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც საქართველოს წინაშე აქვს აღებული

როვნაგ აბდულაევი - "სოკარი" ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც საქართველოს წინაშე აქვს აღებული

ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინაშე გვაქვს აღებული, - ამის შესახებ კომპანია "სოკარის" პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

აბდულაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ "მოლაპარაკებებმა კარგად ჩაიარა".

"მადლობა საქართველოს ხელისუფლებას რომ მიგვიღო. "სოკარ საქართველოს" პროექტი კარგად მიმდინარეობს. ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინაშე გვაქვს აღებული. მიუხედავად სირთულეებისა, ნავთობისა და გაზის ფასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს მაინც ვასრულებთ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ის ასევე შეეხებოდა გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებსაც. ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით ყველაფერს გადავჭრით", - განაცხადა როვნაგ აბდულაევმა.

აბდულაევი საქართველოს გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებები გამართა.

"სოკარის" პრეზიდენტი საქართველოს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."