ბათუმის ნავსადგურში ავტომობილის გადავარდნას მძღოლი ემსხვერპლა

ბათუმის ნავსადგურში ავტომობილის გადავარდნას მძღოლი ემსხვერპლა

ბათუმის ნავსადგურის მიმდებარედ უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მსუბუქი ავტომობილი ზღვაში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. საზღვაო მაშველებმა ზღვიდან გარდაცვლილი მძღოლი უკვე ამოიყვანეს. ამოიტანეს ავტომობილიც.

გარდაცვლილი მძღოლი 45 წლამდე ასაკის მამაკაცია. უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ