ჯაკარტაში დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ჯაკარტაში დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტაში დღეს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ალ-ჯაზირა" იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთაგან ხუთი პოლიციელია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდასხმები შვიდმა ადამიანმა განახორციელა, მათგან სამი მკვდარია, ოთხი კი დაკავებული.

ამ დროისთვის ვითარებას პოლიცია აკონტროლებს. წინასწარი ვერსიით,

შეიარაღებული თავდასხმები სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა განახორციელეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა