ფოთის პროკურორის ავტომანქანას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი - რა გახდა თავდასხმის მოტივი

ფოთის პროკურორის ავტომანქანას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი - რა გახდა თავდასხმის მოტივი

ფოთის პროკურორის ავტომანქანას, სავარაუდოდ, 4 ტყვია აქვს მოხვედრილი. ასეთია ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ინციდენტს თვითმხილველი არ ჰყავს, ვინაიდან ის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც იმ მომენტში არავინ იმყოფებოდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევა პროკურორის გამოძიების ქვეშ მყოფ ერთ-ერთ საქმეს უკავშირდება, თუმცა ზუსტი მოტივის შესახებ კომენტარები არ კეთდება.

თავად პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე, რომელიც ავტომანქანას მართავდა, არ დაშავებულა. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

შემთხვევასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმე 19, 108 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.

ფოთის პროკურორის მანქანას ცეცხლი წუხელ გაუხსნეს. შემთხვევა აკაკის ქუჩაზე მოხდა.

"ჰიუნდაის" ჯიპის ავტომანქანას ცეცხლსასროლი იარაღი მარცხენა მხარეს ესროლეს. საჭეს თავად პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე მართავდა. პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ