ქიშმიშიანი ფუნთუშით დაწყებული დიდი ბიზნესი

ქიშმიშიანი ფუნთუშით დაწყებული დიდი ბიზნესი

ამ კომპანიის პროდუქციას უამრავი ადამიანი მოიხმარს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ კომპანია ბაზარზე უკვე 22 წელიწადია არსებობს. კომპანია "იფქლის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ბაქარ ბაკურაძეს PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონამ" უმასპინძლა.

იხილეთ გადაცემის ჩანაწერი

- ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რომ თქვენი კომპანია ბაზარზე ჯერ კიდევ 1993 წლიდან არსებობს და მამათქვენის მიერ არის დაარსებული. როგორი იყო კომპანიის პირველი ნაბიჯები ბაზარზე?

- ეს რთული პერიოდი იყო. მამაჩემმა ბიზნესის კეთება 90-იან წლებში დაიწყო. "საბჭოთა კავშირის" დაშლის შემდეგ საქართველოში მთლიანი ეკონომიკა მოიშალა, საომარი სიტუაცია იყო, ფაქტობრივად, ქვეყანაში და არაფერი ფუნქციონირებდა. თითქმის თავიდან იწყებოდა ქვეყნის შენება. მამაჩემი სოფლის მეურნეობის ინჟინერი იყო განათლებით, მუშაობდა პროფესიით და დარჩა უმუშევარი ამ პირობებში. შემდეგ რამდენიმეჯერ სცადა სხვადასხვა ბიზნესში ფეხის მოკიდება, როგორც დაქირავებულმა თანამშრომელმა, მაგრამ არ აეწყო საქმე. შემდეგ გადაწყვიტა, რაღაცა თავისი ეცადა. ამ ძიებაში ერთ-ერთ პატარა საცხობს მიაგნო, ერთი პატარა ღუმელი იდგა, რომელსაც ვეღარ ამუშავებდნენ. მოლაპარაკებების შედეგად, მამამ ვალით გადმოიბარა წარმოება. საუბარია 40 ათას დოლარზე, რომელიც 1993 წელს კოლოსალური თანხა იყო.

- თქვენ თქვით, რომ თვითონ ეს საწარმო არ იყო რენტაბელური და მამას რა გარანტია ჰქონდა, რომ აამუშავებდა და მომგებიანს გახდიდა?

- მამაჩემი ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული პიროვნებაა. მთელი თავისი ცხოვრება შრომაში აქვს გატარებული. ალბათ ჰქონდა რაღაც ალღო ან სტიმული. ხედავდა მომავალს ამ საქმეში. ასე უცბად არ მიუღია გადაწყვეტილება. გახსოვთ ალბათ, იყო პერიოდი, როცა პურის რიგები იყო, მიწოდება არ იყო იმდენი, რაც მოთხოვნა იყო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით პოტენციალი არსებობდა.

- პირველივე პროდუქცია პური იყო?

- პირველი, რისი წარმოებაც ჩვენმა კომპანიამ დაიწყო, ეს იყო ფუნთუშეული. კერძოდ, მრგვალი ქიშმიშიანი ფუნთუშა, რომელიც დღესაც ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია - პოზიციები არ დაუთმია სხვა პროდუქციისთვის განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია