პირველი ლედის ზღაპრული ბაღი: "მიყვარს, როცა ველური სახე აქვს და არა გალაკულ-დაპრიალებული"

პირველი ლედის ზღაპრული ბაღი: "მიყვარს, როცა ველური სახე აქვს და არა გალაკულ-დაპრიალებული"

ბაღი და ყვავილები საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას დიდი გატაცებაა. საპრეზიდენტო წყვილს აგარაკი დუშეთის რაიონში აქვს, სადაც ქალბატონი მაკა თავად ზრუნავს საყვარელ ყვავილებზე და სოციალური ქსელითაც ხშირად ანებივრებს მეგობრებს ბაღის ულამაზესი ხედებით. პოსტებიდან და კომენტარებიდან აშკარად იგრძნობა, რა დიდი გატაცებითა და მონდომებით ახარებს პირველი ლედი ულამაზეს ყვავილებს.

"მთლად გათიბვის გარეშე ყვავილებს სარეველა მოერევა და დაჩაგრავს, მაგრამ მეც ძალიან მიყვარს, როცა ცოტა ველური სახე აქვს ბაღს და არა გალაკული და დავარცხნილ-დაპრიალებული", - წერს იგი ერთ-ერთ პოსტში. როგორც ქალბატონი მაკა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი ყვავილებით გატაცება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დამსახურებაა.

ასევე წაიკითხეთ: როგორია პირველი ლედის ერთი დღე

"სწორედ მას ვუმადლი სოფელში, ეზოიან სახლში ცხოვრებას. მას ხშირად ნახავთ ბარით, ან ბალ­ახის საკრეჭი მანქანით. მისთვის ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.­ ყოველთვის ვნატრობდი, ეზოიანი სახლი მქონოდა, მიწა, სადაც ბაღს გავაშენებდი და მცენარეებს მოვუვლიდი. თუმცა, ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა, რადგან ბაღს, ბოსტანსა და ხეხილს სხვაგვარი დაპროექტება სჭირდება. უნდა იცოდე, სად რა ტიპის მცენარე დარგო, ბოსტნეულს  სად და როგორ მიუჩინო ადგილი. ყველა მცენარეს შეწამვლა სჭირდება, ნიადაგის განოყიერება, გამარგვლა, გასხვლა... ყველაფერს უცებ ვერ ისწავლი, ეს დროთა განმავლობაში მოდის და რაც მეტი მცენარე გაქვს, მით მეტი დრო და ენერგიაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეზოში ბევრი ციცარი, კატა და ძაღლი გვყავს. აბა, როგორ ავუხსნა მათ, რომ მცენარეებზე სირბილი არ შეიძლება? ჰოდა, ხშირად მიფუჭებენ ნარგავებს", - ამბობს მაკა ჩიჩუა.

დაათვალიერეთ ულამაზესი ბაღის ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია