რას ჰყვება შვილი პროკურორზე, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილი იპოვეს

რას ჰყვება შვილი პროკურორზე, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილი იპოვეს

"რუსთავი 2"-ის ეთერში "კურიერთან" გაუჩინარებული პროკურორის ქალიშვილი საუბრობს. ინტერვიუ იქამდეა ჩაწერილი, ვიდრე გავრცელდებოდა ცნობა ვერსიაზე, რომ ვახტანგ ქირია გარდაცვლილია.

"ეს იყო 13 იანვარი. დაახლოებით ხუთის 15 წუთი იქნებოდა რომ გავიდა სახლიდან.ვიცით რომ სამსახურეობრივ შეხვედრაზე გავიდა. კონკრეტულად თემას არასდროს არ აკონკრეტებდა. არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ.

როცა მიდიოდა შეხვედრაზე გვაფრთხილებდა რომ ვარ შეხვედრაზე და ვთიშავ ტელეფონს რამდენიმე საათით, მაშინაც ამის გამო განსაკუთრებული შფოთვა არ გაგვჩენია, რადგან მიჩვეულები ვიყავით. იმ დღეს სულ გამორთული იყო ტელეფონი, სანამ ვიღაც უცხო ადამიანმა არ დაგვირეკა და გვითხრა რომ იპოვა დაგდებული ტელეფონი". - იხსენებს გარდაცვლილის შვილი.

2"-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე 35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველები ჯერ კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. ასევე ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია