ქავთარაძის ქუჩაზე პროკურორ ვახტანგ ქირიას ახლობლები იმყოფებიან

ქავთარაძის ქუჩაზე პროკურორ ვახტანგ ქირიას ახლობლები იმყოფებიან

ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, ვახტანგ ქირიას ახლობლები არიან შეკრებილები. მათ იმ კორპუსთან მისვლის საშუალება არ ეძლევათ, სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი. შემთხვევის ადგილი ლენტებითაა შემოღობილი, ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. ასევე ადგილზე იყვნენ შს მინისტი გიორგი მღებრიშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ვახტანგ ქირიას შვილი აცხადებს, რომ არაფერი ინფორმაციას არ ფლობს და მომხადრის შესახებ მედისგან შეიტყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე 35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველები ჯერ კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს. "კურიერის" ცნობით, ქირიას ოჯახი კომენტარს არ აკეთებს და შესაძლო ვერსიებზე არ საუბრობს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. ასევე ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია