დადასტურდა, რომ გარდაცვლილი პროკურორი ვახტანგ ქირიაა

დადასტურდა, რომ გარდაცვლილი პროკურორი ვახტანგ ქირიაა

მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი ადასტურებს, რომ ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიაა. ამის შესახებ გაბიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. კითხვაზე, არის თუ არა ის მოკლული, გაბიტაშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მოკლულია, თუმცა, მისივე თქმით, განცხადება მოგვიანებით გავრცელდება. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს. პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა. მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია