სამართალდამცველებმა პროკურორის მკვლელობის საქმეზე "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის სახლი გაჩხრიკეს

სამართალდამცველებმა პროკურორის მკვლელობის საქმეზე "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის სახლი გაჩხრიკეს

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ პროკურორის მკვლელობის საქმეზე "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის სახლი გაჩხრიკეს სამართალდამცველებმა სავარაუდოდ პროკურორის მკვლელობის საქმეზე "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის სახლი გაჩხრიკეს, - აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბიძინა კუჭავას სახლი სამართალდამცველებმა გუშინ გაჩხრიკეს და დაკითხვაზე დაიბარეს მისი მეუღლე. სახლიდან წაღებულია კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათებიც.

"ამ დილით ვიყავი, ოჯახს არ აქვს ინფორმაცია. მივიდნენ ჩხრეკვაზე. ცოლიც სამმართველოში დაიბარეს. ბავშვი იყო და სიდედრი სახლში. არ იციან სად არის ის. კომპიუტერიც წაღებულია. თერთმეტი საათის შემდეგ არ იციან სად არის. ბიძინა არის მოდულშიო ასე ამბობენ", - აცხადებს "საქართველოს ხმის" დირექტორი მამუკა კუჭავა "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს.

არსებობს ინფორმაია, რომ ბიძინა კუჭავა და ვახტანგ ქირია ნათესავები იყვნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ