პირველი კადრები ბინიდან, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს

პირველი კადრები ბინიდან, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს

PALITRANEWS-მა ექსკლუზიურად გადაიღო იმ ბინის კადრები, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ცხედარი იპოვეს. ვახტანგ ქირიას ცხედარი სამართალდამცველებმა 16 იანვარს, ვაჟა ფშაველას მე-7 კვარტალში მდებარე 24-ე კორპუსში იპოვეს.

იხილეთ პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულ პროკურორს სხეულზე დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შსს-ს განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც. კერძოდ: "სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი, ხოლო ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. იქვე იყო ე.წ. "ბალგარკა", რომელსაც ასევე ემჩნეოდა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლის კვალი და დიდი საგნების გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა".

ბინა, რომლის მეპატრონეა მალხაზ გ., ხშირად ქირავდებოდა და მკვლელობაში ბრალდებულმა ბიძინა კუჭავამ ის შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე იქირავა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც რამდენიმე დღით ადრე შეიძინა ე.წ. ელიავას ბაზრობაზე.

ვახტანგ ქირია სახლიდან 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე, გავიდა. ოჯახის წევრები და სამართალდამცველები მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

რა ხმა გაიგონა მეზობელმა ბინიდან, რომელშიც მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს

ვახტანგ ქირიას მკვლელობა მის სამსახურეობრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის - საზარელი მკვლელობის დეტალები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ