რა ხმა გაიგონა მეზობელმა ბინიდან, რომელშიც მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს

რა ხმა გაიგონა მეზობელმა ბინიდან, რომელშიც მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს

PALITRANEWS-მა ექსკლუზიურად გადაიღო იმ ბინის კადრები, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ცხედარი იპოვეს. ვახტანგ ქირიას ცხედარი სამართალდამცველებმა 16 იანვარს, ვაჟა ფშაველას მე-7 კვარტალში მდებარე 24-ე კორპუსში იპოვეს.

იხილეთ ვიდეო

როგორც მეზობლები ამბობენ, ბინა პირველ სართულზე ხშირად ქირავდებოდა, ასე რომ იქ მობინადრეებს არ იცნობდნენ. არც იმის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, ბოლოს გაქირავებული იყო თუ არა საცხოვრებელი. ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, რომელიც ბინის მეზობლად ცხოვრობს, ყვება რომ ღამის 2-3 საათზე სახლიდან ხმები მოესმა: "ნახევარი საათი იყო წყლის ხმა და მერე ჩაკეტეს. იქამდე არავითარი ხმა არ გამიგია. ბანაობსმეთქი ვიფიქრე, ეტყობა სახლში ვიღაც იყო. ამის შემდეგ მოვიდა პოლიცია".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულ პროკურორს სხეულზე დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შსს-ს განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც. კერძოდ: "სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი, ხოლო ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. იქვე იყო ე.წ. "ბალგარკა", რომელსაც ასევე ემჩნეოდა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლის კვალი და დიდი საგნების გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა".

ბინა, რომლის მეპატრონეც მალხაზ გ.-ა, ხშირად ქირავდებოდა და მკვლელობაში ბრალდებულმა ბიძინა კუჭავამ ის შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე იქირავა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც რამდენიმე დღით ადრე შეიძინა ე.წ. ელიავას ბაზრობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ: პირველი კადრები ბინიდან, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ