არჩილ თალაკვაძე - სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას

არჩილ თალაკვაძე - სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას

პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა.

"მე შემიძლია დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც სამაგალითო თანამშრომლობა აჩვენა, პოლიციამ, პროკურატურამ და შესაბამისმა სამსახურებმა. გამოძიებით პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი.

არსებობს ძალიან სერიოზული გარემოებები და მტკიცებულებები მოპოვებული გამოძიების მიერ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ვახტანგ ქირიას ბოლო კონტაქტი თავის ოჯახთან ჰქონდა 13 იანვარს, საღამოს, ხოლო მისი მკვლელობა მკვლელმა კუჭავამ ძველით ახალი წლის პერიოდში არსებულ ხმაურს დაამთხვია და გასროლებიც სწორედ ამ საათებში განახორციელა. "სავარაუდოდ გასროლები სწორედ ამ დროს არის მომხდარი. სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას. რა დროსაც მან ელექტროსაჭრელით დაიზიანა ფეხი და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. სწორედ ამიტომ აქვს მას ფეხზე დაზიანება.

ამ ყველაფერს კიდევ ადასტურებს ისიც, რომ ბინიდან გამქრალია გარდაცვლილი პროკურორის შარვალი და ფეხსაცმელები და არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი ალბათობით სწორედ ამ ფესხაცმლით და შარვლით დატოვა მკვლელმა ბინა. როცა მანქანაში თვითმკვლელობა განახორციელა, ვნახეთ, რომ მას ფეხი ჰქონდა შეხვეული სპეციალური სახვევით და ცელოფნით და ასე ეცვა ფეხსაცმელი. ასევე უნდა გითხრათ, რომ კუჭავას სახლიდან ყველა მისი ტანსაცმელი გადატანილია ექსპერტიზის ბიუროში. ცნობილია ასევე, რომ კუჭავა დაუკავშირდა საზღვარგარეთ უკვე იდენტიფიცირებულ პირს, რომელსაც ქვეყნის დატოვების თხოვნით მიმართა. საზღვარგარეთიდან განხორციელდა ზარი ბატონ პოპოვთან და მის მეუღლესთან და მათ სთხოვეს, რომ დახმარებოდნენ კუჭავას ქვეყნის დატოვებაში. სწორედ ამ ორ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა მკვლელი კუჭავა იუსტიციის სახლთან, როცა განახორციელა გასროლა საკუთარი რეგისტრირებული იარაღით. ის აპირებდა ქვეყნის დატოვებას.

ეს ყველაფერი დასტურდება პოპოვის და მისი მეუღლის ჩვენებებით და საქმეში არის კიდევ დეტალები, რომლებსაც ვერ მოვყვები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ ამ ყველაფრით დასტურდება, რომ ქირია მისი საქმიანობის გამო არ მოუკლავთ.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ