ინტერნეტმომხმარებლები ეძებენ მესის პატარა ფანს, რომელსაც პოლიეთილენის პარკი მაისურად აცვია

ინტერნეტმომხმარებლები ეძებენ მესის პატარა ფანს, რომელსაც პოლიეთილენის პარკი მაისურად აცვია

სოციალურ მედიაში დიდი აურზაური გამოიწვია ბიჭუნას ფოტომ, რომელიც მესის პატარა ფანია. ბავშვს სპორტული მაისურის ნაცვლად, პოლიეთილენის პარკი აცვია, რომელსაც მელნით აქვს მიწერილი არგენტინელი ფეხბურთელის გვარი და ნომერი. ბავშვს, რომელიც ზურგით დგას, ლურჯ და თეთრზოლებიანი ცელოფნის პარკი მხრებთან აქვს შეკრული და მაისურად გადაცმული.

ფოტო თურქულ ბლოგებზე გასულ კვირას გამოჩნდა და სოციალურ მედიაში მას შემდეგ ცდილობენ გაარკვიონ ბავშვის ვინაობა. ნაწილი ირწმუნება, რომ ერაყშია გადაღებული, თუმცა ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. ხალხს სურს ბავშვი მოძებნოს, რომ მას მესის ნამდვილი მაისური გაუგზავნონ. ფეხბურთელის ფანების ერთ-ერთ პოპულარულ "ტვიტერის" პროფილზე ირწმუნებიან, რომ მესის წარმომადგენლებს მიაწვდინეს ხმა პატარა ბიჭუნას შესახებ და არგენტინელი თავადაც დაინტერესებულია მისი ვინაობის დადგენით.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს