საქართველოში გაზსაცავი უცხოურმა კომპანიამ არ უნდა ააშენოს

საქართველოში გაზსაცავი უცხოურმა კომპანიამ არ უნდა ააშენოს

გაზსაცავის მშენებლობაზე კომპანია "ჯეოსტოკი" დასკვნას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. გაზსაცავისთვის ადგილი უკვე შერჩეულია - სამგორის სამხრეთი თაღის საბადო. ახლა სახელმწიფო ინვესტორის ძიებაშია. როგორც "რეზონანსი" წერს, ცოტა ხნის წინ პროექტში მონაწილეობაზე ინტერესი უკვე გამოთქვა აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომპანია "სოკარმა". ენერგეტიკოსები პროექტში კერძო კომპანიების მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ გაზსაცავის ასაშენებლად სახელმწიფომ სახსრები თავად უნდა გამონახოს.

წინასწარი გათვლით გაზსაცავის მშენელობა ყოველ 1 მილიონ კბ/მ-ზე 1 მილიონი დოლარი ჯდება. საერთო ჯამში, გაზსაცავი 230-250 მლნ კბ/მ აირზეა გათვლილი და პროექტის ღირებულებაც სწორედ 230-250 მილიონი დოლარია. რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტად მყოფმა "სოკარის" დელეგაციამ პროექტში მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა.

"აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია "სოკარი" მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტში", - განაცხადა "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" ხელმძღვანელმა მაიარ მამედოვმა.

აზერბაიჯანული კომპანიის პროექტში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც. "სოკარი დაინტერესებულია ამ პროექტში მონაწილეობით. მე ვფიქრობ, პროექტის რეალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის", - აღნიშნა მინისტრმა.

სპეციალისტები პროექტში კერძო კომპანიების მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან. ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის აზრით, გაზსაცავი სახელმწიფომ უნდა ააშენოს, ხოლო თუკი მას სახსრები არ ჰყოფნის, კერძო კომპანია პროექტში მინიმალური წილით უნდა შემოიყვანოს.

"კერძო კომპანია არავითარ შემთხვევაში უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ. გაზსაცავი უნდა ააშენოს სახელმწიფომ და თუ მას საკმარისი სახსრები არ აქვს, მაშინ კერძო კომპანია მინიმალური პროცენტით უნდა შეიყვნაოს წილში", - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

იგი პროექტში "სოკარის" მონაწილეობას დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ უმჯობესია სახელმწიფოს პარტნიორი რომელიმე დასავლური კომპანია იყოს.

"სახელმწიფოს თანამონაწილე არ უნდა გახდეს ის კომპანია, რომელსაც უკვე ძლიერი პოზიციები უკავია საქართვლეოს გაზის სექტორში - განაწილება, დისტრიბუცია, ტრანზიტი. დარგი უნდა იყოს დივერსიფიცირებული. უმჯობესია შემოვიდეს დასავლური კომპანია და კომერციული სარგებელი სწორედ მასთან განაწილდეს", - აღნიშნავს მარგველაშვილი.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."