ირაკლი ფირცხალავა - გოჩა მაღალდაძე 2007 წელს ბიძინა კუჭავამ მოკლა ან მისი დაკვეთით მოკლეს

ირაკლი ფირცხალავა - გოჩა მაღალდაძე 2007 წელს ბიძინა კუჭავამ მოკლა ან მისი დაკვეთით მოკლეს

გოჩა მაღალდაძე 2007 წელს ბიძინა კუჭავამ მოკლა ან მისი დაკვეთით მოკლეს, - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა დირექტორმა, ირაკლი ფირცხალავამ დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სხდომის გადადებამდე განაცხადა.

ირაკლი ფირცხალავამ აღნიშნა, რომ იგი მზად არის პროკურორებს ჩვენება მისცეს 2007 წელს მომხდარი მკვლელობის ირგვლივ. ფირცხალავას თქმით, მაღალდაძე მოკლულია სპეციფიური იარაღით, რომელიც აჭარიდან გადაიტანეს 2004 წელს მოდულში და ამ იარაღს, რომელიც რუსული წარმოების არის, ერთი ცალი აკლდა, რომელიც ფირცხალავას თქმით, სოდ-ის მაშინდელმა წარმომადგენელმა კახა მისირელმა კუჭავას მიჰყიდა.

"ეს იარაღი არის სპეციფიური, თთშ ტიპის, რომელიც გრუ-ს გააჩნია. აჭარის რევოლუციის დროს იარაღის გარკვეული რაოდენობა გადმოიტანეს 2004 წელს "მოდულის" შენობაში და ინახებოდა საცავში. აღმოჩნდა, რომ მას ერთი ერთეული აკლდა. ამ პერიოდში კი, როგორც ვიცი, კახა მისირელმა წააგო კუჭავას კაზინოში და ვალის სანაცვლოდ მისირელმა ეს იარაღი მისცა კუჭავას", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავა.

ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ გოჩა მაღალდაძის მკვლელობის ადგილას იგი მცხეთის ქუჩაზე კრიმინალური პოლიციის დირექტორის სტატუსით ნამყოფია და ნანახი აქვს, რომ მაღალდაძე მოკლულია თავში სროლის შედეგად, მკვლელობის ადგილას კი ქვიშა იყო მოყრილი, რათა კრიმინალისტებს ხელი შეშლოდათ კვლების აღებაში. ფირცხალავას თქმით, იმ პერიოდში ეჭვმიტანილთა სიაში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი იყო ბიძინა კუჭავა.

ამასთან, ფირცხალავამ გაიხსენა 2009 წელს გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობის ფაქტიც და აღნიშნა, რომ მაღალდაძის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ ნინუებიც ზუსტად იგივე იარაღით არიან მოკლული, რითაც გოჩა მაღალდაძე, რომელიც, მისი თქმით, იმ პერიოდში ცნობილ მოთამაშედ ითვლებოდა. ასევე, ირაკლი ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ნინუების მკვლელობის ბრალდებით სასჯელს იხდის თამაზ გოგია, რომელიც, მისი თქმით, არის უდანაშაულო.

"მზად ვარ მივცე პროკურორებს ჩვენება აღნიშნულთან დაკავშირებით, რათა ძიებაც გაადვილდეს და გაათავისუფლონ ბიზნესმენი თამაზ გოგია, რომელიც წლების განმავლობაში უდანაშაულოდ იხდის სასჯელს", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ