"თბილისში არის ერთი სევდიანი სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ..." - ემოციური პოსტი შს მინისტრის "ჩუმი სიკეთის" შესახებ

"თბილისში არის ერთი სევდიანი სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ..." - ემოციური პოსტი შს მინისტრის "ჩუმი სიკეთის" შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ვრცელ და ემოციურ პოსტს უძღვნის.

"ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებისთვის ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს, ბევრი სიკეთე უნდა დაანახო", - ამ ფრაზას ის ხშირად მიმეორებს…თუმცა, როცა სიტყვებზე ხშირად ფაქტები გიყვებიან, მაგარი შეგრძნებაა...

დიდხანს ვფიქრობდი, ამ ყველაფერზე დამეწერა თუ არა... თავად მხოლოდ ჩუმ სიკეთეს აღიარებს, ბევრი რამის აფიშირებას მიკრძალავს... მაგრამ, მოცემული ფეისბუქ-გვერდი ჩემი პირადი სივრცეა და მიმიაჩნია, რომ ეს გარკვეულ თავისუფლებას მანიჭებს. თავისუფლებას - ვთქვა ის, რაც მაწუხებს, რაც მინდა გამოვთქვა და ადამიანებს გავუზიარო... თავს იმით გავიმართლებ, რომ ეს სწორედ მისი ნათქვამის გაგრძელება და ჩემეული ინტერპრეტაციაა - ადამიანებს სიკეთე უნდა დაანახო და ამაზე ხშირად მოუყვე... თბილისში არის ერთი სევდიანი სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ... ბევრი ბავშვური, მაგრამ ერთი განსხვავებული, არაბავშვური სურვილით - იცოცხლონ, გამოჯანმრთელდნენ... რამდენიმე დღის წინ იქ ჩვეულზე მეტი მხიარულება იყო. პატარები სიხარულით გაბრწყინებული თვალებით... მათ მიერ წერილებში დაწერილი ბავშვური სურვილები, უკვე განხორციელებული, გულში ჰქონდათ ჩახუტებული.... ცოტათი ადრე ეს წერილები გიორგი მღებრიშვილმა წაიკითხა და... აი, შსს თანამშრომლებმა სევდიანი ოთახების ბინადართ სურვილების ასრულების დღე მოუწყვეს... 14 ბავშვის პატარა გული და 14 რწმენა იმისა, რომ, როცა რამეს ძალიან ინატრებ, აუცილებლად აგიხდება... ეს ბერი ანდიას სახელობის სარეაბილიტაციაო სახლი იყო...

თვეების წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი ირაკლი, რომელსაც დღემდე საკუთარ ძმასავით პატრონობს, ახლახანს სამკურნალოდ ისრაელში გაამგზავრა... მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბოლომდე აპირებს იბრძოლოს... ყველა პოლიციელის ოჯახს საახალწლო დღესასწაული მოუწყო; დაღუპული პოლიციელების ბავშვები საჩუქრებით გაახალისა; ორიოდე დღის წინ ისინი დასასვენებლად ბაკურიანშიც გაამგზავრა. ეს, ალბათ, ისედაც ყველამ იცის... მაგრამ არავინ იცის ის, რომ სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლის ოჯახშიც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი იზრდება, დახმარება გაუგზავნა. ყველას - უკლებლივ, სამინისტროს მომსახურე პერსონალსაც და რიგით პოლიციელსაც. ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა...

და კიდევ, რამდენი ჩუმი სიკეთე, რომლზეც, გარკვეული მიზეზების გამო, მხოლოდ წლების შემდეგ მოვყვები... სხვა ადამიანების უთქმელ ამბებთან ერთად, ავკინძავ ისტორიებად და დავარქმევ "ჩუმი სიკეთის მატიანეს", - წერს ემოციურ პოსტში თეა პერტაია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს