როდისთვის დასტაბილურება ლარის კურსი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი

როდისთვის დასტაბილურება ლარის კურსი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას ვარაუდობს. შესაბამისი განცხადება გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ლარის გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. 2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსის 2.4 კორიდორში იმპორტი იმ რაოდენობით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოურო სავალუტო ნაკადები არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი არის ფულის მასა - ის მაქსიმალურად შევზღუდეთ. ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს. შესაბამისად არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მონეტარული პოლიტიკის მორიგ ჯერზე გამკაცრებას არ გამორიცხავს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანხმობა მთავრობასთან, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდება ფისკალური კონსოლიდაციაც", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის დასტაბილურების უებარი რეცეპტი არ არის.

"მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აქვს სხვა ბევრი უარყოფითი მხარე, მათ შორის ბრუნვების, კერძო სექტორში აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის შემცირება", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, მოსახლეობის შემოსავლების რეალური ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების, ექსპორტისა და ტურიზმის შემოსავლების ზრდასთან.

"ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, გაიმართოს ძალიან საფუძვლიანი მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ პარლამენტის ტრიბუნა ამისთვის ძალიან სწორი და ადეკვატური ადგილია. ვიმედოვნებ, რომ პირველივე სასესიო კვირაში მოხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიური ანგარიშის განხილვა", - განაცხადა ქადაგიძემ.

იხილეთ ასევე: გიორგი ქადაგიძე - მე ანგარიშს არ ვაბარებ არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს, არამედ ვაბარებ ქართველ ხალხს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."