ამაღამ თბილისში -8 გრადუსი იქნება - როგორი ტემპერატურაა მოსალოდნელი ქვეყნის მასშტაბით

ამაღამ თბილისში -8 გრადუსი იქნება - როგორი ტემპერატურაა მოსალოდნელი ქვეყნის მასშტაბით

ამაღამ საქართველოს მასშტაბით ყინვა შენარჩუნდება. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დღეს ღამე დედაქალაქში ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0 - 5 გრადუსი, აღმოსავლეთის ბარში კი - 6 -11 გრადუსი ყინვა არის მოსალოდნელი. ყინვა იყო საქართველოში გასულ ღამესაც. დედაქალაქში ტემპერატურამ გუშინ ღამე -6 -7 გრადუსი შეადგინა.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში საქართველოს მასშტაბით, ძირითადად, უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ხვალ დღისით დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალ მთიან რაიონებში შესაძლებელია მცირე თოვლი. სხვა ყველა რეგიონში კი უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

დასავლეთ საქართველოში ხვალ მოსალოდნელია ტემპერატურა +2 +7 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0+5 გრადუსი. 29 იანვარს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება.

28-29 იანვარს სინოპტიკოსები თბილისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 30 იანვარს დღისით კი შესაძლებელია მცირე წვიმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია