მამაკაცი ავტოავარიაში დაიღუპა, როდესაც საჭესთან მასტურბირებდა

მამაკაცი ავტოავარიაში დაიღუპა, როდესაც საჭესთან მასტურბირებდა

”უყურეთ გზას და ხელები საჭეზე გქონდეთ დაწყობილი” - ეს ის რჩევაა, რომელსაც ყველა ახალ მძღოლს ეუბნებიან, მაგრამ რასაკვირველია, ამ რჩევას ყველა არ იცავს.

თუმცა კლიფორდ რეი ჯონსმა გზას იმიტომ არ მოწყვიტა მზერა, რომ რადიოსადგურის სიხშირე შეევალა, ან საფერფლეში სიგარეტი ჩაექრო. ჯონსი მანქანის ტარების დროს თავის სმარტფონში პორნოს უყურებდა და თან მასტურბირებდა.

58 წლის დეტროიტელმა, როდესაც საჭესთან საკუთარ თავს სიამოვნებას ანიჭებდა, ვეღარ შენიშნა, რომ მანქანაზე კონტროლი დაკარგა. შედეგად, ავტოავარია მოუვიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ღვედი არ ეკეთა, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჯონსის გვამი როდესაც აღმოაჩინა, მამაკაცს შარვალი გახდილი ჰქონდა. ადგილობრივმა პოლიციელმა არხ ”სი-ბი-ეს-ისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს ყველაზე უცნაური ავტოავარია იყო, რაც მის პრაქტიკაში დაფიქსირებულა.

მომზადებულია metro.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს