მერილ სტრიპის სახლი - მოხიბლული დარჩებით!

მერილ სტრიპის სახლი - მოხიბლული დარჩებით!

სამგზის ოსკაროსანის, ყველასთვის საყვარელი მერილ სტრიპის ეს სახლი ბევრს აოცებს და ხიბლავს. ვარსკვლავმა 1954 წელს აგებული დიდი შენობა 2013 წელს იყიდა 4,5 მლნ დოლარად (თუმცა საწყისი ფასი 6 მილიონი დოლარი იყო). სახლს ცნობილი არქიტექტორი ჰყავდა, დიზაინი კი მერილის სურვილით გადააკეთეს და რეკონსტრუქცია ცნობილ დიზაინერ ქსორინ ბალბესს დაევალა.

სახლი მერილმა თავისი ვაჟისთვის, ჯენრი ჰამერისთვის იყიდა, თუმცა მოგვიანებით შვილმა უარი უთხრა იქ ცხოვრებაზე. მერილმა იქ მცირე ხანს იცხოვრა და ორიოდ წელში გაყიდა. სწორედ გასაყიდად რომ გამოიტანა, მაშინ გახდა შესაძლებელი სახლის ასე დაწვრილებით დათვალიერება

- სხვაგვარად ვარსკვლავები თავიანთ ბინებში ასე მარტივად არ უშვებენ ფოტოგრაფებსა და ჟურნალისტებს.

თანამედროვე ინტერიერის, დახვეწილი დიზაინის მქონე სახლი ოთხი საძინებლითა და აბაზანით, აუზითა და სპა-სალონით, მარმარილოს იატაკით და კაკლის ხის კიბეებით, უსაფრთხოების სისტემით, შუშის ფასადით და ბევრი სხვა უპირატესობით, დამაინტრიგებელი შეთავაზება აღმოჩნდა და მსურველებიც გამოჩნდნენ. საბოლოოდ ცნობილმა ამერიკელმა ბეისბოლისტმა ალექს როდრიგესმა იყიდა 4,8 მილიონ დოლარად.

იხილეთ ფოტოგალერეა

"შევარდნაძემ მკითხა, "ეს რეი ჩარლზი ინაუგურაციების მუსიკოსია, ხო?'' - როგორ ჩამოიყვანეს 90-იანების რთულ პერიოდში ლეგენდარული მუსიკოსი თბილისში, ზაზა შენგელიას მოგონებები

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"