აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული 26 წლის გიგის ისტორია, რომელმაც თვითმკვლელობა რამდენჯერმე სცადა

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული 26 წლის გიგის ისტორია, რომელმაც თვითმკვლელობა რამდენჯერმე სცადა

არაოფიციალური მონაცემებით, 12 წლიდან მოყოლებული ბავშვები აქტიურად ჩართული არიან ონლაინ თამაშებში. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო, საქართველოში ხშირია ოჯახის დანგრევის ფაქტები, თვითმკვლელობის შემთხვევები... 26 წლის გიგი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ თვითმკვლელობამდე რამდენჯერმე მიიყვანა. დღეს თითქმის 10-წლიან უმძიმეს ცხოვრებას იხსენებს, რომელიც დიდი ძალისხმევით მოიტოვა უკან...

...ამბობს, რომ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო. 12-13 წლიდან. თუმცა, აქტიური სახე ამან 18-19 წლის ასაკიდან მიიღო და როგორც ახლა თავად უწოდებს, "ეს ჯოჯოხეთი" 25 წლამდე გაგრძელდა. თავიდან ტოტალიზატორით დაიწყო, თითქოს უწყინარი გართობით - ერთი-ორი ლარით, ფეხბურთის მატჩებზე დებდა ფსონებს, "ისიც მხოლოდ შაბათ-კვირას".

იხილეთ ვიდეო

18-19 წლიდან ფსონების რაოდენობა ინტენსიური გახდა, თანხა გაათმაგდა... "ფსიქოლოგიაც შემეცვალა, საზოგადეობიდანაც შეიცვალა ჩემს მიმართ დამოკიდებულება, დავკარგე ძალიან ბევრი მეგობარი. ლარი და ორი ლარიდან თანხა 100-200 ლარზე ავიდა. ეს თანხებიც ყოველდღიურად იმატებდა, დამჭირდა ვალების აღება ბევრი ცუდი სქციელის გაკეთება" - იხსენებს გიგი.

"თამაშის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო გოგო. შემიყვარდა ძალიან ისეთი გოგო, "სვეცკი " როგორც იტყვიან. ფული მქონდა, მაგრამ იმდენიც არა, რომ ყველა მისი მოთხოვნილება დამეკმაყოფილებინა და დავიწყე თამაში. თავიდან მინდოდა, ფული მომეგო, მაგრამ მერე უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა რამდენიც არ უნდა მომეგო მაინც იქ დავტოვებდი".

დღეს ბევრ საქციელს ნანობს, განსაკუთრებით იმას, რომ ვალის გამო მამის ანტიკვარული ხმალი გაყიდა. ონლაინიდან მოგვიანებით ნამდვილ კაზინოში გადაინაცვლა, აქ კიდევ უფრო იზრდებოდა ფსონი, იშვიათად მოგებაც. "ყველაზე დიდი, რაც მომიგია 12 ათასი დოლარი იყო, ფიშკებით და ისიც უკან ჩავაბრუნე. როცა კაზინოსთვის თანხა აღარ გაქვს, მერე გადადიხარ ონლაინ კაზინოზე. ჩემს ირგვლიც ყველა თამაშობდა, ყველას ვალები, ლომბარდები. შენ თვითონ როცა თამაშობ ძნელია ადამიანს უთხრა, ურჩიო რამე. ისღა მრჩებოდა სათქმელი მეთქვა: "მე ხომ მიყურებთ რას ვგავართქო".

გამოუვალმა მდგომარეობამ რამდენჯერმე თვითმკვლელობაც გადაწყვეტინა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სიკვდილის "უფრო მარტივ" გზას მიაგნო: "გადავწყვიტე ქვეყანა დამეტოვებინა და სირიაში წავსულიყავი საბრძოლვევლად, რადგან ეს გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. სახლიდანაც ვიყავი წასული 5 დღე, ვშიმშილობდი, ქუჩაში ვცხოვრობდი, მიწისქვეშა გადასასვლელებში ვათევდი ღამეს. იქ ბიჭებმა 10 ლარი შემიგროვეს და მომცეს, რომ მეჭამა რამე, მე კი წავედი და ტოტალიზატორში დავტოვე ეს ფულიც. შემდეგ ძმაკაცებს გადავაწყდი, წამიყვანეს მაჭამეს და შინ დამაბრუნეს".

მრავალწლიანი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტანჯვის შემდეგ, ოჯახის დაჟინებული თხოვნით და რჩევით, შველა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრში იპოვა, სადაც თავიდან "ზრდილობის გამო მივიდა", ახლა კი ამბობს: "დღეს ადამიანი ვარ..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია