"ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დამიყენებდნენ თურქ ულვაშიან ტიპს" - ნუცა ბუზალაძე თურქულ Voice-ს გამოეთიშა

"ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დამიყენებდნენ თურქ ულვაშიან ტიპს" - ნუცა ბუზალაძე თურქულ Voice-ს გამოეთიშა

ნუცა ბუზალაძე თურქულ Voice-ს გამოეთიშა. მომღერალმა ამასთან დაკავშირებით "ფეისბუკზე" სტატუსიც დაწერა:

"კი მართლა გამოვეთიშე პროექტს. მაგრამ ეს მე ისედაც ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დამიყენებდნენ თურქ ულვაშიან ტიპს და ამღერებდნენ თურქულად. თურქებს კი, რა თქმა უნდა, თვისიანი მოეწონებოდათ. ესეც მოხდა.

თუმცა არავინ არ მინდა რომ ინერვიულოთ. მე არ დავმარცხებულვარ. გამარჯვება ჩემი ისაა, რომ ამხელა ქვეყანაში სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მცნობენ და უკვე საკმაოდ ბევრი ფანი გამიჩნდა. მაგრამ ფინალში გადასვლას წყვეტს ხალხი, რომელიც დარბაზში ზის და პულტები უჭირავს ხელში. ესაა ერთადერთი უსამართლობა!

მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს + ამას ბევრი შემოთვაზებები!

დაელოდეთ სიახლეებს, კარგ სიახლეებს. Fighter no matter what! და კიდევ დიდი მადლობა მინდა მოვუხადო თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს! მე ვიცი, რომ თქვენ ორმაგად ნერვიულობდით ჩემს ყველა გამოსვლაზე!

მე გპირდებით, რომ საამაყო კიდევ ბევრი გექნებათ" - წერს ნუცა.

იხილეთ ვიდეო