''აუტანელი გახდა უკვე ამ პირობებში ცხოვრება'' - თიკა ჯამბურია ''პანორამა თბილისის'' წინააღმდეგ

''აუტანელი გახდა უკვე ამ პირობებში ცხოვრება'' - თიკა ჯამბურია ''პანორამა თბილისის'' წინააღმდეგ

მომღერალი თიკა ჯამბურია ''პანორამა თბილისის'' მშენებლობის წინააღმდეგია. ამის შესახებ ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

''ზუსტად ჩემი აივნიდან 1 მეტრში შენდება 54 მეტრიანი კედელი! და ფიქრობენ, რომ ეს ნორმალურიაა! სად ვცხოვრობთ, რა ქვეყანააა ეს, სადაც ადამიანის უფლებებს არანაირ ყურადგებას არ აქცევენ!

გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრება ''პანორამა თბილისის'' ჩრდილ ქვეშ უნდა ვიცხოვრო. აუტანელი გახდა უკვე აქ ამ პირობებში ცხოვრება - ხან წყალს გვიკეტავენ, ხან შუქი მიდის და, ფაქტობრივად, გაუჩერებელ მიწისძვრაში ვცხოვრობ. იქნებ, ვინმემ იზრუნოს იმაზე, რომ რუსთაველის 1 ნომერი გადარჩეს'', - წერს თიკა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს