3 წელიწადში სახლი 7500 ოჯახს გაუყიდეს

3 წელიწადში სახლი 7500 ოჯახს გაუყიდეს

კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობამ 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათასს გადააჭარბა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2011-14 წლებში საცხოვრებელი სახლი 7470-მა ოჯახმა დაკარგა და კიდევ ბევრს საფრთხე ჯერაც ემუქრება. უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ვალის გამო სხვადასხვა ტიპის ქონების იძულებით გასხვისება მოუწია. დღესდღეობით მოვალეთა რაოდენობა 146 ათასს აჭარბებს.

საქართველოში ქონებადაკარგულთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მართალია, ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა უძრავი თუ მოძრავი ქონება, არ არსებობს, თუმცა მოვალეთა რეესტრში არსებული ჩანაწერების რაოდენობა, რომელიც მუდმივად მზარდია, იმაზე მიუთითებს, რომ ქონების დაკარგვის საფრთხე დღესაც ბევრ ადამიანს ემუქრება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით ამჟამად სულ 146 266 ჩანაწერია. არსებული მონაცემებით, მესაკუთრეები აღსრულებაზე გადაცემული ქონების მხოლოდ 20-25%-ის შენარჩუნებას ახერხებენ. ამის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსს" სწორედ აღსრულების საკითხზე მომუშავე ერთ-ერთმა ორგანიზაციამ აცნობა. მათივე ინფორმაციით, 100-დან მხოლოდ 20-30 ადამიანი თუ ახერხებს დროებით მაინც დაიხსნას ქონება აღმასრულებლებისგან. შესაბამისად, 146 ათასი პრობლემური ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე დაკარგული აქვს საკუთრება, ეს იქნება უძრავი თუ სხვადასხვა სახის ქონება.

რაც შეეხება იძულებით აუქციონის წესით რეალიზებულ ბინებს და მიწებს. 2014 წელს იძულებით გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობამ 1721 ერთეული შეადგინა. 2013-ში კი ქონება 1946 ადამიანმა დაკარგა, 2012-ში - 1953-მა, 2011 წელს კი - 1850 ოჯახს ჩამოერთვა უძრავი ქონება იძულებით აუქციონის წესით. სულ 2011-14 წლებში უძრავი ქონება 7470-მა ოჯახმა დაკარგა  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია