ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" დირექტორი გახდა

ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" დირექტორი გახდა

"მაესტროს" პარტნიორთა კრებამ დირექტორის თანამდებობიდან ბაია გადაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალიტებს კრების მიმდინარეობისას მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებმა არ გაითვალისწინეს არცერთი არგუმენტი და 55%-ის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, დირექტორის თანამდებობაზე ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა, რა გადაწყვეტილებასაც გვენეტაძე არალეგიტიმურად მიიჩნევს. ადვოკატის თქმით, ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ბაია გადაბაძე მიღებულ გადაწყვეტილებას. კრებაზე გამოცხადებული შესვენების დროს შეხვედრის დარბაზი კომენტარის გარეშე ერთად დატოვეს ძმებმა გაჩეჩილაძეებმა და ბაია გადაბაძემ. კრება სხვა საკითხებით რამდენიმე წუთში განახლდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია