როდის და სად დაფიქსირდა "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოში

როდის და სად დაფიქსირდა "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოში

საქართველოში "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო Aedes aegypti დაფიქსირებულია. გავრცელებული ინფორმაცია  PALITRANEWS-სთან  საუბარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დაადასტურა. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.

იხილეთ ვიდეო| პაატა იმნაძე ადასტურებს, რომ "ზიკას" ვირუსის გადამდები კოღო საქართველოში დაფიქსირებულია

"ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს გადამტანებზე. Aedes aegypti სახეობის კოღო, რომელიც ითვლება გადამტანად, შარშანწინ აღმოჩნდა პირველად ბათუმის შემოგარენში, ერთ-ერთ საბურავების საწყობში. შარშან ზუგდიდის შემოგარენში იყო, ასევე საბურავების საწყობში. აღსანიშნავია, რომ არცერთ ამ ქალაქში არ არის ეს კოღო გავრცელებული, მხოლოდ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, მაგრამ ვადასტურებთ, რომ ეს კოღო უკვე არის საქართველოში დაფიქსირებული. სხვათა შორის, ეს მოხდა 60 წლის შემდეგ პირველად. ბოლოს საქართველოში ამ სახეობის კოღო სწორედ 60 წლის წინ ნახეს".

მისივე თქმით, გაზაფხულის სეზონის დადგომისთანავე კოღოებზე ზედამხედველობა აქტიურდება, რაც მთელი თბილი სეზონის მანძილზე გრძელდება, იმისთვის რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ, სად და რომელ რეგიონში ბინადრობს გადამტანი. "სწორედ იმიტომ რომ ვიცოდით, ამ სახეობის კოღო დაფიქსირებული იყო საქართველოში, გასულ წელს მთელ საკურორტო ზონაში ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთობლივად ჩაატარეს ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები" - აღნიშნა იმნაძემ.

რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, პაატა იმნაზე აცხადებს, რომ პრევენციის მიზნით, "უნდა მოვერიდოთ ბრაზილიაში მოგზაურობას, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ გვაქვს და თუ წავალთ, უნდა წავისვათ წამალი, რომ კოღო არ მოგვეკაროს. ასევე უნდა მოვერიდოთ კოღოს გასამრავლებელი ადგილების შექმნას, მაგალითად როგორიც არის წყლით სავსე ჭურჭელი ეზოში და ა.შ".

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოშია გავრცელებული, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (European Centre for Disease Prevention and Control website) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კოღოს გეოგრაფიული გავრცელების რუკაზე ნაჩვენებია, რომ აღნიშნულ მწერს სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან აქვს წარმომავლობა. იგი ყველაზე მეტად შავი ზღვის პირას და კუნძულ მადეირაზე ფიქსირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპული ქვეყნები, სადაც "ზიკას" გამავრცელებელი კოღოა წარმოდგენილი, ვირუსის რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამ ეტაპზე დაავადება თავს არ იჩენს, რადგანაც ზამთრის სეზონზე კოღოები აქტიურები არ არიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის დირექტორის განცხადებით, დროა ევროპულმა ქვეყნებმა დაავადების გავრცელების რისკის შემცირებაზე დაიწყონ მუშაობა.

ასევე დაგაინტერესებთ: "ზიკა" - სიმპტომები, მკურნალობა და ფაქტები, რომელიც ახალ საშიშ ვირუსზე უნდა იცოდეთ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია