"ის ცოცხალია, მაგრამ განადგურებული" - ახალი ცნობები მიხაელ შუმახერის მდგომარეობის შესახებ

"ის ცოცხალია, მაგრამ განადგურებული" - ახალი ცნობები მიხაელ შუმახერის მდგომარეობის შესახებ

47 წლის შუმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ცნობები ძალიან იშვიათად ვრცელდება. მიხაელ შუმახერმა 2013 წლის 29 დეკემბერს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ბევრი რამ გადაიტანა და ჯერ კიდევ იბრძვის, რომ სრულად გამოჯანმრთელდეს. ფორმულა 1-ში მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონის მდგომარეობის შესახებ ახლა "ფერარის" ყოფილმა შეფმა, 68 წლის ლუკა დი მონტეძემოლომ ისაუბრა.

იხილეთ ვიდეო

"მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კარგი ამბები არ მაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ მე ყოველთვის ინფორმირებული ვარ იმის შესახებ, თუ როგორაა შუმახერი. სამწუხაროდ, თხილამურებით სრიალის დროს მომხდარმა ერთმა უიღბლო შემთხვევამ მიხაელი გაანადგურა. დიახ, ის ცოცხალია, მაგრამ განადგურებული! ვინც ფიქრობს, რომ მიხაელი ცუდი მოთხილამურე იყო, ძალიან ცდება. ვინც ჭორებს ავრცელებს, რომ შუმი ზედმეტად რისკიანად სრიალებდა, ცრუობს. მიხაელი ავტორბოლების დროსაც ფრთხილი იყო და მაშინაც, როცა თხილამურებზე იდგა," - უთხრა იტალიელ ჟურნალისტს ლუკა დი მონტეძემოლომ, რომელიც ახლა იტალიური ავიაკომპანია Allitalia-ს შეფია განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა