"ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი" - რატომ დაუპირისპირდა ვახტანგ კახიძე დირიჟორს

"ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი" - რატომ დაუპირისპირდა ვახტანგ კახიძე დირიჟორს

დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასაჯაროებს წერილს, რომელიც მისი თქმით, სამგვერდიანია და რომლის დედანიც კულტურის სამინისტროში ინახება. წერილს ხელს აწერს დირიჟორი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე. წერილის ბოლოს, ტექსტში ვკითხულობთ: "წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ნ. მემანიშვილი-რაჭველის დირიჟორის ამპლუაში გამოჩენა. ეს იქნებოდა, ცენტრის შემოქმედებითი დონის გაუფასურება და მეტიც, ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა".

ფოტოსთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველი ვრცელ სტატუსს წერს, რომელშიც წუხილს გამოთქვამს, რომ ორკესტრს არ უთმობენ ადგილს თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში: "დღეს დავიწყეთ გუსტავ მალერის V სიმფონიაზე მუშაობა! ყველას უხარია, მე ვარ ბედნიერი, რომ შემიძლია ასეთ ნაწარმოებთან მქონდეს შეხება! ჩვენი ორკესტრი, რომელმაც გასულ სეზონზე მალერის I სიმფონია წარმატებით შეასრულა (2-ჯერ გავიმეორეთ), წელს კიდევ ერთ ტიტანს შეეჭიდა! სიმფონიური მუსიკის მოყვარულებს მალე გავახარებთ!

მაგრამ, ყველას სახეზე გვეწერა ერთი რიტორიკული და ჩვენი ცხოვრების ლეიტმოტივად ქცეული შეკითხვა: სად დავუკრავთ მალერის მუსიკას, რომელსაც ჭირდება მხოლოდ სიმფონიური მუსიკის დარბაზი შესაბამისი აკუსტიკით და მასშტაბური სცენით, რომელიც საბედნიეროდ ჩვენს ქალაქს აქვს, მაგრამ ჩვენ იქ არ გვიშვებენ... (ოფიციალურ მიზეზად სახელდება შემდეგი არგუმენტი: ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი, რომლის გამოჩენა იმ სცენაზე არის დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა! ამ სიტყვების ავტორი მუსიკოსი ვახტანგ კახიძე გახლავთ...)

ასე დიდხანს თუ გაგრძელდება ან საერთოდ ყველაფრის ხალისს დავკარგავთ ან უკან დაუხევლად ვიბრძოლებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ორკესტრმა ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნოს უფლება რომ სრულფასოვნად იჟღეროს და იფუნქციონეროს ისე, როგორც მის სტატუსს, ხარისხსა და რეპერტუარს შეეფერება!" - წერს რაჭველი.

მისივე თქმით, კახიძის წერილს სრულად არ აქვეყნებს, რადგან "ჯერ კიდევ ვერ ვიმეტებთ... მისი პიროვნების სრული გაუფასურება მოხდება, იქ ისეთები წერია...".

ებრაელი და არაბი ექიმები ისრაელში ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ - სოციალურ ქსელებში ემოციური კადრები ვრცელდება

"ნუ დაიჯერებთ იმ ინფორმაციების 70%-ს, რაც საქართველოს მედიაში ვრცელდება!" - რას წერს ისრაელში მყოფი ქართველი ჟურნალისტი იქ არსებულ ვითარებაზე?

ჰიპ-ჰოპის ქართველი არტისტი Kazzy Jazz გარდაიცვალა - "არც კოვიდი ჰქონია და არც აცრილი იყო, ძილში დაემართა თრომბი"